„დავასუფთაოთ საქართველო“ – კამპანიას ხონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

facebooktwittergoogle_plus

კამპანიას „დავასუფთაოთ საქართველო“ ხონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. დასუფთავების მასშტაბურ აქციაში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, საჯარო სკოლები, საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ები და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას. კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ პარალელურად, საქართველოში მეშვიდედ ტარდება ,,დავასუფთაოთ საქართველო“, რომელიც ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტებს მოიცავს.
14370180_1448780655137634_6715629817821066845_n
საქართველო რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. წელს, მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა – “ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა”.
14424790_1448780651804301_3404609340356376476_o
აქცია ტარდება პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფარგლებში, რომელსაც, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. კამპანია ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus