ხონის გამგებელმა გასული კვირის ანგარიში მოისმინა

facebooktwittergoogle_plus

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები, საშემოდგომო გამწვანების აქციები, დასუფთავება, სასწავლო-სააღმზრდელო პროგრესის დაწყებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს ხონის გამგეობის სააქტო დარბაზში, ოთხშაბათის ტრადიციულ თათბირზე. გამგებელმა ჯემალ მებუკემ წარმომადგენლების, სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელებსისაგან გასული კვირის ანგარიში მოისმინა.
14242271_1435244669824566_1829927491436088698_o
“სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, მინდა ყველა შესაბამისი პროფილის მქონე აიპი მზადყოფნაში იყოს. მაქსიმალურად ეცადეთ, უახლოეს დღეებში დაასრულოთ ყველა საორგანიზაციო საკითხი, რათა სწავლის დაწყების პროცესი არ შეფერხდეს. აქვე, მინდა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს გამწვანების საკითხებზე. გაზაფხულზე ასობით ახალი ნერგი დავრგეთ და მინდა, ეს პროცესი ეფექტურად გაგრძელდეს, მოვიცვათ მთელი მუნიციპალიტეტი და მათ შორის ქარსაფარი ზოლი” – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus