“ქართულმა ოცნებამ” სამეგრელოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

facebooktwittergoogle_plus

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა:

ქალაქ ზუგდიდში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია იქნება. ის ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. ზუგდიდის რაიონში კი, მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ედიშერ თოლორაია იქნება. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი, გოგა გულორდავა დაასახელა. ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტარი გოდერძი ბუკია იქნება. სენაკის მაჟორიტარად სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ბერაიაა წარდგენილი. მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი, ოთარ დანელია იქნება. რაც შეეხება ფოთს, მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ხახუბია დასახელდა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus