ხობის გამგეობაში, ფონდმა „აფხაზინტერკონტი“ შეხვედრა გამართა

facebooktwittergoogle_plus

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ფონდმა „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა (AIC) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „სოციალურ–ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო დევნილთათვის” განსახორციელების მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
პროექტის მიზანია დევნილთა შემოსავლების გაზრდა, განსახლების ადგილებზე სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება.
პროექტი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო და სოციალური მიმართულების ინიციატივების მხარდაჭერას შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: მესტია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა.
პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროექტის) ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილებს.
პროექტით გათვალისწინებულია, ბენეფიციართა 30%-იანი თანადაფინანსებით:
სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა:
– მიკროგრანტები სასოფლო სამეუნეო ინიციატივების მხარდაჭერაში;
– სასოფლო-სამეურნეო იარაღების შესყიდვა;
– სასოფლო-სამეუნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვა;
– თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, ისეთები, როგორიცაა მცირე საშემოსავლო ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები;
პროექტის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებში – იმერეთში 70 და სამეგრელო-ზემო სვანეთში 90 ბენეფიციარი გაიუმჯობესებს საარსებო წყაროებისადმი წვდომას. მათი შემოსავლები გაიზრდება 35-40%-ით, მოხდება დევნილი ოჯახების მიგრაციის შემცირება და განსახლების ადგილებზე მგრადი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus