თბილისის მერი კრწანისის რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

facebooktwittergoogle_plus

თბილისის მერი, დავით ნარმანია, კრწანისის რაიონში იმყოფებოდა. დედაქალაქის მერს კრწანისის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა, რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
13502848_671776702976695_6549935618029599508_o
დავით ნარმანიამ კრწანისის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დაათვალიერა. ასევე, რამდენიმე ქუჩაზე დასრულებული საგზაო სამუშაოები მოინახულა.
13582131_671776659643366_4344484075638312517_o
თბილისის მერი გორგასალის ქუჩა N41-სა და ჟანი კალანდაძის ქუჩა N3-ში მდებარე კორპუსების მაცხოვრებლებსაც შეხვდა. მოსახლეობამ მერს თანადაფინანსებული პროექტებით შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე ესაუბრა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus