ხობის მონასტრის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

facebooktwittergoogle_plus

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ხობის მონასტრის (საკათალიკოსო სასახლე) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 445.968 ლარია და ის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
13490700_1123720771024164_6242502135990443573_o
პროექტის ფარგლებში მოხდება საკათალიკოსო სასახლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა მუზეუმი და განხორციელდება არქეოლოგიური კვლევები.
13482969_1123721157690792_8816385757057863399_o
ხობის მონასტერი ძველ დადიანთა საძვალეა. ამავე დროს, იგი შუა საუკუნეებში წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსების რეზიდენციას და საძვალეს. საკათალიკოსო სასახლე, რომელიც ბევრჯერ არის გადაკეთებული, XX საუკუნის 20-30 იან წლებში დაინგრა, რის შემდეგაც მის სარეაბილიტაციოდ სამუშაოები არ ჩატარებულა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus