ქალაქ ხონში მკითხველთათვის “წიგნის ბუდე” გაიხსნა

facebooktwittergoogle_plus

ქალაქ ხონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სკოლის მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წევრები “წიგნის ბუდის” გახსნას დაესწრნენ.
13483141_1368549979827369_4462298872790052998_o
გამგეობამ იზრუნა, რომ წიგნისა და ჟურნალ-გაზეთების მოყვარულებმა ბუნებაში კომფორტულად და თავისუფლად იკითხონ. ნებისმიერ მსურველს, განუსაზღვრელი ვადით, შეუძლია თავისუფლად აიღოს მისთვის სასურველი ლიტერატურა და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნოს. “წიგნის ბუდეში,, ლიტერატურას გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები მუდმივად განაახლებენ.
13497804_1368550296494004_3619031609964309402_o
პროექტი გამგებლის წარმომადგენლის ქალაქ ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთარ ჯაფარიძის ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus