“მიკროგრანტები მთის განვითარებისთვის” – ახალი პროგრამის პრეზენტაცია ქედაში

facebooktwittergoogle_plus

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სახელმწიფოს კიდევ ერთი ახალი პროგრამის – ,,მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს 5 000, 10 000 და 15 000-ლარიან საგრანტო მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე 29 ადამიანია ჩართული და 17 ბიზნესიდეაა დაფინანსებული.
13483129_1201124186588841_7150540189473439105_o
პრეზენტაციას, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ წარადგინა, გამგეობის ხელმძღვანელი პირები და პროგრამით დაინტერესებული საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
13483203_1201124269922166_5820761816190132231_o
დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია სააგენტოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს. პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus