ხარაგაულში ფესტივალი “კიდევაც დაიზრდებიან” გაიმართა

facebooktwittergoogle_plus

ხარაგაულის ახლადრეაბილიტირებულ ღია ესტრადაზე ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა. კულტურის ცენტრის ქორეოგრაფების – ზაზა და ელისო ლურსმანაშვილების ინიციატივითა და ხარაგაულის კულტურის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, აღნიშნული ფესტივალი 2009 წლიდან იმართება. ღონისძიების მიზანი ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაცია, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნება განვითარებაა.
DSC_7189
ხარაგაულში, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა პირველი ქორეოგრაფიული წრე, რომელსაც ლევან ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა. მაშინდელმა სიმღერისა და ცეკვის ანსაბლმა ტრიუფით მოიარეს საქართველო და საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ გაიტანეს ქართული ხელოვნება. ამ ხელოვნების დიდ ტრადიციას და-ძმა ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები ღირესულად აგრძელებენ. მათ მიერ შექმნილი ქორეოგრაფიული ანსაბლი ,,უბისი“ მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალის ლაურიატია. მიმდინარე წლის ივლისში კი, ანსამბლი ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული.
DSC_7279
რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს, მასში შემდეგი ანსაბლები მონაწილეობდნენ:
,,უბისი“ (ხელმძღვანელები – ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები); ,,საუნჯე“ (ხელმძღვანელი -რომან ბუაჩიძე); მარელისის სკოლასთან არსებული ანსაბლი (ხელმძღვანელი ომარ ბარბაქაძე); ხევის საჯარო სკოლასთან არსებული ანსაბლი (ხელმძღვანელი ანდრო ტაბატაძე); უბისისი საჯარო სკოლასთან არსებული ანსაბლი(ხელმძღვანელი -ანდრო ტაბატაძე); მოლითის საჯარო სკოლასთან არსებული ანსაბლი (ხელმძღვანელი – მერაბ ტალახაძე); ხუნევის საჯარო სკოლასთან არსებული ანსაბლი (ხელმძღვანელი – ანდრო ტაბატაძე); ზესტაფონის ხელოვნების სახლთან არსებული ანსაბლი ,,მწვერვალი“ (ხელმძღვანელები – მამუკა გაჩეჩილაძე, ზურაბ კვანტრიშვილი); ქუთაისის ანსაბლი ,,როკვა“ – (ხელმძღვანელი – თემურ ბასილაძე).
DSC_7520
ფესტივალის დასასრულს, ყველა მონაწილეს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. საჩუქრები მათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ და ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრის“ დირექტორმა, ვასილ კიკნაძემ გადასცეს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus