ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები გამგებელმა დაათვალიერა

facebooktwittergoogle_plus

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ზაზა ურუშაძემ და არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსმა – ნუგზარ ბოლქვაძემ ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. გამგებელი ადგილზე გაეცნო ტროტუარების კეთილმოწყობას, ქვაფენილის დაგებას.
13411701_477907322398700_4499651591716045385_o
ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 708 888 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით ქალაქში არსებული ყველა დასასვენებელი პარკი და მიმდებარე ტროტუარები კეთილმოეწყობა. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს.
13417007_477907115732054_6810615478369121334_o
რაც შეეხება ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერს, ქვაფენილის დაგება დასრულდა. რამდენიმე ადგილზე უკვე გაკეთებულია პანდუსი. უახლოეს დღეებში დაიწყება შადრევნის კეთილმოწყობის სამუშაოები.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus