ხონში, სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებს სავარძელ-ეტლები გადასცეს

facebooktwittergoogle_plus

ხონის მუნიციპალიტეტში, სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებს საჩუქრად მექანიკური სავარძელ-ეტლები გადასცეს. აქცია, ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციის – “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” მხარდაჭერით განახორციელდა.
13418612_1353480661334301_2849711189810477261_o
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ეს დიდი დახმარებაა და მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაციას “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიციცხლისათვის”, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი გახდა ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება”, – განაცხადა ხონის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა, ლეილა კინწურაშვილმა.
13329502_1353480744667626_270219632774572411_o

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus