შუახევის გამგებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

facebooktwittergoogle_plus

შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანი-ქიძინიძეები-გორგიულის მიმართულებით, შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ბეტონის საფარი გზის 4-კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე დაიგება. სამუშაოებს აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტია ახორციელებს.
13268600_276013926079299_3943279568447267078_o
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე გაეცნო.
13301382_276013699412655_7765579695539976184_o
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში გზებზე 6-კილომეტრამდე ბეტონის საფარი დაიგება, რისთვისაც 316 975 ლარი დაიხარჯება. შიდასასოფლო გზებზე კეთილმოწყობით სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამითაც ახორციელებს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus