ქედის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდა

facebooktwittergoogle_plus

ქედის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქციები დანდალოს თემით დასრულდა. აქცია სოფელ დანდალოს ამბულატორიაში ქალაქ ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმებმა გამართეს. აქციის მსვლელობას ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე, პოლიკლინიკის დირექტორ თენგიზ შერვაშიძესთან ერთად გაეცნენ.
13268410_1181795005188426_8013049116697344427_o
ქედის მუნიციპალიტეტის იმ თემებთან შედარებით, რომლებშიც უკვე ჩატარდა უფასო სამედიცინო აქცია, დანდალოს თემში გაცილებით მეტმა ადგილობრივმა ისარგებლა. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოხატა ექიმთა მომსახურებით და მადლობა გადაუხადა ინიციატორებსა და ორგანიზატორებს.
13323182_1181794931855100_9133987372710228675_o
აქცია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus