საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა ხონში

facebooktwittergoogle_plus

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – ხონში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს.
13308436_1343671088981925_7429874393991905245_o
სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ხონის კულტურის ცენტრმა კი, ქართული ცეკვების ფესტივალს უმასპინძლა.
იმავე დღეს, ხონის საჭადრაკო კლუბში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს შორის ნარდსა და შაშში გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
13243825_1343671068981927_556329249297572135_o
“სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს. მრავალს დავსწრებოდეთ ერთობით, ერთიან, თავისუფალ, სამართლიან და ძლიერ საქართველოში” – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus