ბორჯომში სკვერების რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს

facebooktwittergoogle_plus

ბორჯომში 2 სკვერის რეკონსტრუქციის მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. პროექტები მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერა. მისი თქმით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავას სკვერისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სილამაზის ხიდიდან ფალიაშვილის ძეგლამდე არსებული მონაკვეთის კეთილმოწყობისათვის.
13244193_587436028100808_2803023802734567768_o
სკვერებში გათვალისწინებულია ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, გამწვანების განახლება, საყრდენი კედლების მოწყობა, გარეგანათების მონტაჟი. ტერიტორიაზე განლაგდება საბაღე სკამები და ურნები, მოეწყობა პანდუსები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, სანაპირო სკვერში არსებულ საცხოვრებელი შენობების ფასადებს.
13247815_587435881434156_6084470543559503594_o
პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 926 703 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩარხისწყლის ხიდთან ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus