გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარაგაულის სოფელ მარელისში

facebooktwittergoogle_plus

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
13221129_1196029550430165_6277750369927090823_o
მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი პირველად დაიგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ასევე, გატარდება გზის უსაფრთხოების სამუშაოები.
13235470_1196029547096832_3681951390273044856_o
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 1 091438,00 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus