ბათუმში საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფესტივალი გაიხსნა

facebooktwittergoogle_plus

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანისთან და რეგიონის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილთან ერთად, ბათუმის სასპორტო სკოლაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს კარატე დოს ეროვნული ფედერაცია. ფესტივალის ფარგლებში ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი (კრავმაგის ინსტრუქტორი) გაბი მიხაილი ჩაატარებს სემინარების ციკლს კრავმაგაში (კრავმაგა ახლო კონტაქტურ ბრძოლას ნიშნავს).
4548a08a-533e-41b5-9e15-3179589a4ed0
ფესტივალის სამსაჯო ნაკრებში არის ასევე ყველაზე ტიტოლოვანი თურქი სპორტსმენი ორჰა ოზაკი, ალი ნაშრალახი ეგვიპტიდან, ტომას გუჯა და მასუდ ჯაფარი პოლონეთიდან, რომელიც ცნობილია ჰოლივუდში გადაღებული არაერთი მხატვრული ფილმიდან. მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. იგი 19 მაისს დაიწყო და 22 მაისს დასრულდება. მასში აღმოსავლური ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობაში 30 ქვეყნის 2 000 სპორტსმენი მონაწილეობს. ფესტივალის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, გაიმართა გოგონათა შორის საფინალო შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ფესტივალზე საპატიო სტუმრის რანგში მოწვეულმა შეიჰამ დააჯილდოვა.
81f02fea-e00f-4a40-ae65-bb76ba46e50e
ღონისძიებებს წარუძღვებიან მსოფლიოს უძლიერესი ოსტატები. სემინარებს უხელმღძვანელებს იაპონელი მსოფლიოს უძლიერესი ლეგენდარული ოსტატი სადახიტო კატო.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus