შუხუთში სახალხო დღესასწაული „ლელო“ გაიმართა

facebooktwittergoogle_plus

1 მაისს შუხუთში სახალხო დღესასწაული „ლელო“ გაიმართა. გამგეობის სოციალურ საკითხთა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სოფლის, ცენტრში შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაზიდვა, მკლავჭიდი) ჩატარდა. ამავე დროს, ადმინისტრაციული შენობის ეზოში სამხატვრო სკოლისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
13147347_464472720408827_6450272017301446618_o
იქვე გაიშალა სუფრაც და ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. შემდეგ კი, ტრადიციულად, ლელობურთი გაჩაღდა. ბურთი შუხუთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა საბამ აკურთხა და მობურთალებს გადაულოცა. ამჯერად, გამარჯვება „ქვემოურებს“ ხვდა წილად.
13086639_464476090408490_3959026269332522009_o
სახალხო დღესასწაულს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus