“ხონელობა 2016” – სახალხო დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნა

facebooktwittergoogle_plus

6 მაისს, ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება მოეწყო. დილიდან, საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა. მოგვიანებით კი, სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეჟისორ ნანა მჭედლიძის საფლავს პატივი მიაგეს. სადღესასწაულო კულტურული და სპორტული ღინისძიებები ცენტრალურ ბულვარში სასულე ორკესტრის ფონზე დილიდან დაიწყო.
13198642_1329344283747939_2513311938071588229_o
ყვავილების, ყველის, ჩაის გამოფენა – გაყიდვა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ეთნოგრაფიული და ტრადიციული გასტრონომიული კუთხე, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა, ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა… კარატე, ხრიდოლი, ნარდი, შაში, მკლავჭიდი… ღონისძიებებს, ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან ერთად, იმერეთის სამხარეო გუბერნიის წარმომადგენლები, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
13116176_1329342480414786_2416023023945587206_o
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ სიგელები, სიმბოლურად, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა კულტურისა და სპორტის სფეროში წარმატებულ ხონელ ახალგაზრდებს. გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულის აღნიშვნის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია კარის დღე ხონის ისტორიული მუზეუმში. გარდა ამისა, შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ივანე შარაშიძის საფლავს.
13064616_1329342627081438_7200910584584837016_o
ტრადიცია გაგრძელდა – საკრებულოსთან არსებულმა „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ წარდგენილ კანდიდატებს შორის სამი საპატიო ხონელი გამოავლინა. საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელსა და კანცლერს – ვახტანგ წივწივაძეს, დამსახურებულ სპორტსმენს, პოეტსა და კოლორიტ ხონელს – ამბერკი ტაბიძესა და მსახიობსა და რეჟისორს – გიორგი რატიანს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ გადასცა. საპატიო ხონელებს წოდების მინიჭება იმერეთის სამხარეო გუბერნიის წარმომადგენელმა დავით გორდელაძემაც მიულოცა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus