თბილისის მერმა გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა

facebooktwittergoogle_plus

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ვიცე-მერთან – ლაშა აბაშიძესთან და მოადგილეებთან – ირაკლი ლექვინაძესთან და ნინა ხატისკაცთან ერთად, გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. მერიაში გამართულ შეხვედრაზე ნარმანიამ ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის, ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და მოქმედი პროგრამების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
13131629_1323386777677919_635669729818001137_o
გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვები, ძირითადად, ქალაქში მიმდინარე პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას შეეხებოდა. სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტითა და შემოსავლებით, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, არსებული გამოწვევებით და მათი გადაჭრის გზებით.
13123071_1323386771011253_1499872838210133263_o
თბილისის მერმა, თავის მხრივ, ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო წლებში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ და ესაუბრა დედაქალაქის ახალ, პროგრამულ ბიუჯეტზე, აგრეთვე – ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მაჩვენებელზე. დავით ნარმანიამ გერმანელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა პროექტ „ახალ ტფილისთან“ დაკავშირებითაც და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების კუთხით დედაქალაქის მთავრობის პროექტები წარუდგინა.
გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრობს. პრესტურის განმავლობაში, სტუმრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus