ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნინოშვილის მოსახლეობას შეხვდა

facebooktwittergoogle_plus

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და ბოლო 3 წელიწადში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ესაუბრა.
13055776_463267343862698_3647170319929366441_o
ნინოშვილში 2013-2015 წლებში – 330 877 ლარი დაიხარჯა. აქედან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ – 58 708 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით – 84 328 ლარი, ხოლო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 187 841 ლარი დაიხარჯა. ამ პერიოდში აღდგა ხიდები და გაკეთდა მილხიდები, გაბიონები, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოიხრეშა გზები და ა.შ. 2016 წელს ინფრასტრუქტურული პროგრამით ნინოშვილში დაგეგმილია რკ/ბეტონის სანიაღვრე არხის და გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც 60 000 ლარია გამოყოფილი.
13086755_463267480529351_7538826826096330444_o
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და თანაშემწე სოფიო ჩხაიძე ესწრებოდნენ.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus