ქედის გამგებელი მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

facebooktwittergoogle_plus

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად, მაგიდის ჩოგბურთში უკვე საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ანრი დევაძეს და საპრიზო ადგილზე გასულ ქედელ სპორტსმენებს მწვრთნელთან ერთად შეხვდნენ და წარმატებები მიულოცეს.
13087098_1161306390570621_6302797135012265701_o
,,საამაყოა მუნიციპალიტეტისთვის მაგიდის ჩოგბურთის ვაიოს სექციის მიღწევები. მთელ ჩენს მუნიციპალიტეტს და რეგიონს ვულოცავ ამ წარმატებას. მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე, ივნისში, ანრი საქართველოს სახელით ხორვატიაში იასპარეზებს. მუნიციპალიტეტი საჩუქრად მწვრთნელის ჩემპიონატზე დასწრებას უზრუნველყოფს, ასევე გამგეობა ყველა ღონეს მიმართავს სექციის მეტი ხელშეწყობისა და განვითარებისათვის” – აღნიშნა შეხვედრისას დავით დუმბაძემ.
13055694_1161306307237296_7384719212872149366_o
ქედელი სპორტსმენები 2 ივნისს, თელავში, პაატა გარსევანიშვილის სახელობის ტურნირში, ხოლო 15 ივნისს, ამბროლაურში, რაჭის პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus