თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შშმ პირთა დღის ცენტრს ეწვია

facebooktwittergoogle_plus

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი, გამგებლის თანაშემწე ზაზა ცერცვაძე და თერჯოლის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე შშმ პირთა დღის ცენტრ „იმედის სხივში“ იმყოფებოდნენ.
13055102_1727336440877517_3419339948493609066_o
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ „ნაბიჯი ტყიბული“ (დამფუძნებელი – გიგა სოფრომაძე) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის „ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ზრუნვა შშმ პირების შესაფერისი და სტიმულირებული გარემოსათვის“ ფარგლებში, დღის ცენტრ „იმედის სხივის“ ბენეფიციარებს სავარძელ-ეტლები, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, ბიბლიოთეკის, თერაპიული და შრომითი აქტივობებისათვის საჭირო ინვენტარი გადასცა.
12973260_1727332707544557_1871091655933860904_o
დღის ცენტრში, აგრეთვე, იმყოფებოდნენ სტუმრები ტყიბულიდან. მათ შორის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus