ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მიმდინარეობს

facebooktwittergoogle_plus

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემული 1700 ძირი არყის, ფიჭვისა და ნაძვის ხის დარგვის პროცესში მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, მისი მოადგილეები და გამგეობის ყველა თანამშრომელი იყო ჩართული.
12976747_1607306139593343_1880898244852670550_o
აღნიშნული ნარგავების დიდი ნაწილი ხანჩალისთან მდებარე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო. ასევე, მიმდინარეობს ქალაქის გაზონებისა და ჰაოს-ქართლოსის პარკის მოწესრიგება.
13007263_1607306162926674_8701295177111083058_n
აღსანიშნავია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის – აკაკი მაჭუტაძისა და პარლამენტის წევრ ჰენზელ მკოიანის ინიციატივით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ნარგავების 1 700 ძირი ზამთრის პერიოდში გადასცა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus