“გალაკტიონის ცაცხვი” ხარაგაულის სოფელ ფარცხნალში

facebooktwittergoogle_plus

“ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის მიწას ბუმბერაზი კვალი დააჩნია გალაკტიონ ტაბიძემ, როცა სრულიად ჭაბუკი, სოფლის სკოლაში, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1910 წელს 18 წლის გალაკტიონ ტაბიძემ ფარცხნალის დაწყებითი სკოლის პედაგოგად დაიწყო მუშაობა.
ერთ დილით, სკოლის ეზოში შესულ გალაკტიონს არასასიამოვნო სურათი დახვედრია; წინა ღამით ძლიერ ქარს ეკლესიის ეზოში დარგული, ხუთწლიანი ცაცხვის ნარგავი მოუთხრია. გალაკტიონს მიწის ფხოჭნა დაუწყია. ამ დროს ეზოში მისი მოწაფე ერმალოზ ბუაჩიძე შემოსულა- არიქა, ერთი სარი მიშოვე სადმეო, – უთხოვია გალაკტიონს, ცაცხვის ხისთვის მიწა მიუყრია, შემდგომ ჭიგო დაუსვია და ზედ მიუკრავს, ამის შემდეგ გალაკტიონი პატრონობდა ცაცხვის ახალგაზრდა ნერგს, წყალს უსხამდა, ელოლიავებოდა. სოფელში ამ ცაცხვის ხეს დღესაც გალაკტიონის ცაცხვს ეძახიან და რატომღაც, ეს ხე სხვა ხეთა შორის გარმორჩეული და მკერდგანიაერია.
საოცარიც არაა, ის ხომ გალაკტიონის ხელშენახებია, მისი სიამაყე და სიდიადე სწორედაც რომ უნდა ჩრდილავდეს სხვა ხეებს.”
12961188_1733719050208594_568673720604898171_o
ნაწყვეტი იზა ვეფხვაძის წიგნიდან – ,,ხარაგაული“

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus