ხობის და უკრაინის წარმომადგენლობის შეხვედრა ფესტივალ “კოლხას” ფარგლებში

facebooktwittergoogle_plus

ხობში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “კოლხა” გაიმართა, რომელშიც ხობის, სენაკის, ზუგდიდის ანსამბლებთან ერთად, უკრაინული ფოლკლორული კოლექტივები „კროკ-ვპერედ“ და „დრუჟკი-პოდრუჟკი“ მონაწილეობდნენ.
12977110_1076262309103344_8766911931060812987_o
ჩამოსულ სტუმრებს – უკრაინის ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ნატალია დობიჩენკოს და ქორეოგრაფ ვიქტორია გლოვჩაკს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია შეხვდნენ.
12973597_1076326415763600_8421141485093237012_o
შეხვედრაზე კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელებაზე ისაუბრეს. ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხობის გამგებელს უმანის მერის მიერ გამოგზავნილი მოსაწვევი გადასცა.
12957410_1076327179096857_3144988488740572432_o
შეხვედრას გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – როზეტა შულაია და „ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე – კახა ჩიტაია ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus