ვალერი ფოცხვერიამ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

facebooktwittergoogle_plus

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქუთაისი-სამტრედია-ხონის ავტომაგისტრალზე ასფალტბეტონის საფარის დაგების პროცესი მოინახულა.
12973611_947850921976893_7845998247746446397_o
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს როგორც სამტრედია-ხონის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებას, ასევე გზის მიმდებარე არხებისა და ბოგირების რეაბილიტაციას.
12973047_947851015310217_1316037743158533359_o
გარდამავალი პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, 2015 წელს დაიწყო. ამჟამად ასფალტბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus