აბაშაში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

facebooktwittergoogle_plus

აბაშის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფ. ტყვირში, პირველ მაისში, გაუწყინარსა და სეფიეთში სკოლამდელი დაწესებულებები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა – ლევან შონიამ, აბაშის გამგებელმა – მამუკა კვიტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძემ ბაღები 22 მარტს, საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები, სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. მათ აღნიშნეს, რომ ამ ბაღების მანამდე არსებული შენობები ავარიული გახლდათ და ამის გამო ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაჰყავდათ. ეს წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივებს. ამიტომაც, დიდი კმაყოფილება გამოთქვეს ახალი, თანამდეროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღების შენობებისა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის გამო. მათ მადლობა გადაუხადეს გუბერნატორსა და გამგებელს. აქვე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბაღების გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რაც მნიშვნელოვნად შეაჩერებს სოფლებიდან მიგრაციის პროცესს.
12885714_854159518040413_7938780901029504883_o
ოთხივე ბაღის მშენებლობა ”რეგიონალური განვითარების ფონდიდან” და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 755 153 ლარით დაფინანსდა. მშენებლობაზე 60-მდე ადგილობრივ მოსახლე ოყო დასაქმებული. ამ ეტაპზე ტყვირის, სეფიეთის, გაუწყინარისა და პირველი მაისის ბაღებში 120 აღსაზრდელი ირიცხება (ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა კი, 200 აღსაზრდელია) და 32 ადამიანია დასაქმებული.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, აბაშაში სულ 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა (სოფ. ნორიოში, წყემში, ონტოფოში, ტვირში, სეფიეთში, პირველ მაისსა და გაუწყინარში). მშენებლობების გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ შენობებსაც. კერძოდ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გარემონტდა მაიდნის, სამიქაოს, ზანათის, სუჯუნის, ეწერის, ქოლობნის და ეწერის საბავშვო ბაღები. ასევე, ნორიოს საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობის, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სამუშაოები შესრულდა. ბაღების აღიჭურვა რეგლამენტით გათვალისწინებული ჭურჭლით, ავეჯით, ჰიგიენური საშუალებებით, წიგნებით, სათამაშოებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით.
12672116_854160231373675_2486932527402048623_o
გამგებლის, მამუკა კვიტაშვილის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის სფერო აბაშის მუნიციპალიტეტში კვლავაც პრიორიტეტულად ჩება და წელს კიდევ ორი – მაცხოვრისკარისა და გეზათის საბავშვო ბაღებისათვის ახალი შენობების მშენებლობა იგეგმება.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus