ხობის გამგებელმა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა

facebooktwittergoogle_plus

ხობის მუნიციპალიტეტში, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, მიწის მოხვნა დაიწყო. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიწის 12 130 მესაკუთრემ სახელმწიფო დახმარება სახნავი და აგრობარათის სახით მიიღო.
12512680_1069973226398919_7263751697494063434_n
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარეობს ბენეფიციართა სიების კორექტირება. მიწის მესაკუთრეებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული, მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 30 აპრილამდე შეუძლიათ. ადგილობრივების განცხადებით „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.
12898400_1069973289732246_3914683960804844743_o
ხობის მუნიციპალიტეტის 22 ადმინისტრაციულ ერთეულში სულ მოსახნავია 7673.0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. წელს, საყანე მიწების მოსახნავად მუნიციპალიტეტში სულ 71 ერთეული ტრაქტორი იმუშავებს. მიმდინარე სამუშაოები საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ანტონ ვარდიამ დაათვალიერეს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus