გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

facebooktwittergoogle_plus

20 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამი იზეიმეს. სახალხო დღესასწაული ქალაქ გარდაბანში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, რომლებსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, აზერბაიჯანის ელჩის მოადგილე საქართველოში დურსუნ გასანოვი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

600382_1145426368813801_3731474470977683087_n

სტუმრებს მასპინძლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა გენგაშვილმა და ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა გაუწიეს. ნუვრუზ ბაირამის დღესასწაული ტრადიციული მსვლელობით დაიწყო. ,,გაზაფხულის გოგონამ“ , მხედრებმა და თეატრალურ ფორმაში გამოწყობილმა აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის მოახლოება ზურნა-დუდუკებითა და ტრადიციული სიმღერებით ამცნეს.
10155658_1145426455480459_5794524348610917966_n
გაიმართა შეჯიბრი ნარდში, შაშსა და ჭადრაკში, სადაც გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მთელი დღის განმავლობაში, დამსწრე საზოგადოებას აზერბაიჯანული ნაციონალური კერძების დაგემოვნება კულტურის სახლში შეეძლო. სტუმრებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც მოინახულეს და განახლებული სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს.საღამოს გარდაბნის კულტურის სახლში დასკვნითი კონცერტი გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სცენიდან მიმართეს და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და ,,ახალ დღეს“ ნიშნავს. დღესასწაული გაზაფხულის დადგომასთან და ახალი წლის შემოსვლასთან არის დაკავშირებული.
10649849_1145426865480418_2653979991707523958_n
21 მარტი ნოვრუზის დღესასწაულის პიკია და მასშტაბურად აღინიშნება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლიდან ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus