ასოციაცია RDFG-ის წარმომადგენლები გორის მერს შეხვდნენ

facebooktwittergoogle_plus

ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) წარმომადგენლები გორის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ და ახალი პროექტი გააცნეს.

10410538_994368197312911_1117461897704667140_n
პროექტი ,,საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით (LIFE GEORGIA)“ ევროკავშირის მხარდაჭერით 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება და ახალგაზრდების, დევნილებისა და ქალების დასაქმებას, საარსებო წყაროს შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებას ითვალისწინებს.
გორის მერიას ასოციაციასთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს – სოციალური სამსახურის შუამდგომლობით, ასოციაციის პროექტებში არაერთი ბენეფიციარი დასაქმდა.

10929987_994368770646187_9113661790690804739_n
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, ახალი პროექტის ფარგლებში, გააგრძელონ თანამშრომლობა მოქალაქეთა დასაქმების მიმართულებით.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus