ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

facebooktwittergoogle_plus

ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 4 მარტს დაიწყო და ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში 50 850 ლარია განსაზღვრული.
12841285_1129485390419388_9028553131802339919_o (1)ადგილობრივებთან შეხვედრები ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ, მოადგილესთან გურამ ბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ სილოვან ბერიძესთან და გამგებლის რწმუნებულთან წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამირან წულუკიძესთან ერთად გამართა. მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტად გზებზე ბეტონის საფარის დაგება და სხვა ღონისძიებები დაასახელა.
10273334_1129485270419400_3060738793558991906_o
ასევე, განხილული იქნა ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” შექმნის საკითხი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე პრიმა მუხლის შესაბამისად.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus