საჩხერის გამგებლის შეხვედრები მოსახლეობასთან

facebooktwittergoogle_plus

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძესა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვია.
12828344_1736761006553784_2669736216605761613_o
გამგებელმა ჭალის, ღონისა და სპეთის მოსახლეობას “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” გააცნო და მოსახლეობასთან ერთად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელა.
736849_1736761163220435_8315756215665577769_o
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” შემდეგი თანხრბია გამოყოფილი: ჭალა – 33 276 ლარი, ღონა – 25 625 ლარი, სპეთი – 18 714 ლარი. სულ, 2016 წელს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარებისთვის აღნიშნული პროგრამით 918 527 ლარი დაიხარჯება.
სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად, გამგებელმა ჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგებიც მოინახულა.
12794731_1736760869887131_8320112974811413193_o
ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა სოფლებში გამგებელი შეხვედრებს მომდევნო დღეებში გამართავს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus