სოფელ მარელისში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

facebooktwittergoogle_plus

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსმა, არჩილ ლურსმანაშვილმა, არქიტექტურისა და ზედამხდველობის სამსახურის უფროსმა, ბესო ჭიპაშვილმა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ფხალაძემ მარელისში გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერეს.
DSC_0293
არჩილ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სოფელ მარელისში გზის 3, 650 კილომეტრ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, რომლის სიგანე 4,5 მეტრი იქნება. მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამჟამად, გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. გზის საფარი სოფელ მარელისის გადასახვევიდან (ხიდიდან) სოფლის ბოლომდე დაიგება. პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.
DSasfC_0280
როგორც შ.პ.ს „იბოლიას“ სამუშაოების მწარმოებელმა, ელდარ არჩვაძემ განაცხადა პროექტის ჩაბარების ვადა აგვისტოშია, თუმცა სამუშაოები, სავარაუდოდ, ივნისში დასრულდება. ამჟამად, საგზაო სამუშაოებზე 6 ადგილობრივი მოქალაქეა დასაქმებული. სამუშაოების მასშტაბის ზრდასთან ერთად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus