ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებული საინვესტიციო საქმიანობა

ხობის კულტურის სახლის რეაბილიტირებული სახურავი
facebooktwittergoogle_plus

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი და მიმზიდველი ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნაა, რაც ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველი უნდა გახდეს.

ამ კუთხით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი აქტივობები შეინიშნება. ჩამოვთვლით მხოლოდ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს:

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მიერ შესყიდულ იქნა 200 ჰა მიწის ნაკვეთი სოფლის მეურნეობის, კერძოდ – დაფნის პლანტაციის გასაშენებლად, ინვესტიციის მთლიანმა მოცულობამ 1,5 მილიონი ლარი შეადგინა – დასაქმდება 60-მდე მუშახელი.

შპს „ფიგაროს“, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საკუთრებაში გადაეცა 2 ჰა მიწის ფართობი, სადაც მოეწყო პლასტმასის ნაკეთობათა ახალი საწარმო. ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 2,0 მილიონი ლარი შეადგინა, დასაქმდება 50-მდე მუშახელი.

შპს „კოლხას“ მიერ, პროგრამის „თანადაფინანსების პროექტის” ფარგლებში, სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი და ზეთის მიმღები ქარხანა შენდება. პროექტის ფარგლებში იხარჯება 2,4 მილიონი ლარი, პროექტს გარეთ კი – ასევე 2,4 მილიონი ლარი. ISO სერთიფიცირებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები – დასაქმდება 50-მდე მუშახელი.

შპს „კოლხურის“ მიერ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომბინირებული საკვების საწარმო შენდება. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 2,2 მილიონ ლარს შეადგენს. დასაქმდება 30-მდე მუშახელი.

შპს „ხიბლის“ მიერ შეიქმნა თაბაშირ-მუყაოს და სამშენებლო მასალების საწარმო. ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 4,4 მილიონი ლარი შეადგინა. დასაქმდება 40-მდე მუშახელი.

შპს „კოლხეთი და კომპანიას“ მიერ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შეიქმნა კომპლექსი „კოლხური ნობათი“, რაც მოიცავს მეფრინველეობას, მეცხოველეობას, თანამედროვე სტანდარტების სასაკლაოს. ინერგება „HASP“-ის სტანდარტები. ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 432,0 ათასი დოლარი შეადგინა – დასაქმდება 20-მდე მუშახელი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მსგავსი კომპლექსის შექმნა ზონებრივად, 3 ზონაში, ხოლო მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში – ეტაპობრივად თითო საწარმოს გახსნა მაინც.

შპს „შამათიას“ მიერ, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა „EMPARDI”-ის ხელშეწყობით, შეიქმნა სასათბურე მეურნეობა. ინვესტიციების საერთო მოცულობამ 96,0 ათასი ლარი შეადგინა. დასაქმდება 15-მდე მუშახელი.

შპს „Georgian Product Renaissance“ მიერ, ქ. ხობში შეიქმნა თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 690,0 ათასი ლარი შეადგინა.  დასაქმდება 40-მდე მუშახელი.

შპს „რუკა მაპინგის“ მიერ,  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საჯიჯაოში, 2016 წლისთვის დაგეგმილია თხილის ქარხნის მშენებლობა, წელიწადში 1 000 ტონა თხილის გადამუშავების წარმადობით. ინვესტიციის მოცულობა 1,2 მილიონი ლარია – დასაქმდება 75-მდე მუშახელი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის საქმიანობა წარმატებულად იქნა აღიარებული არამარტო რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ სფეროში გამგეობის სამსახურებიდან ძირითადი დატვირთვა გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურზე მოდის. სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას.

სამსახურის მიერ, გამგეობის სხვა სამსახურებთან ერთად კოორდინირებული საქმიანობით დაიგეგმა და 2015 წელს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა, ან ხორციელდება 4 452 789 ათასი ლარის კაპიტალური სამუშაოები, მათ შორის:

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა, ან მიმდინარე პერიოდისთვის ხორციელდება 2 542 079 ათასი ლარის მოცულობის შემდეგი სამუშაოები:

  1. ხეთა-თორსის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია – 530 000 ლარის მოცულობით;
  2. ხობის №2 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები – 311 645 ლარის მოცულობით;
  3. ქ. ხობში ვაჟა ფშაველას, თავისუფლების, სულხან-საბას, წერეთლის, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტების) სამუშაოები – 1 010 000 ლარის მოცულობით;
  4. ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის შექმნა (ქ. ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი) – 240 000 ლარის მოცულობით;
  5. ქ. ხობში ჭყონდიდელის ქუჩაზე 60-ბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია – 75 935 ლარის მოცულობით;
  6. ბიის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 129 499 ლარის მოცულობით;

გარდა ჩამოთვლილისა, ასევე, დაწყებულია ქ. ხობში მირცხულავასა და სამეგრელოს ქუჩების მოასფალტების სამუშაოები – 245 000 ლარის მოცულობით;

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2015 წელს, მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი იქნა 840 964 ლარი. პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე დასრულებულია დაგეგმილი სამუშაოები, რომელთა ფაქტიურმა ღირებულებამ, მიმდინარე პერიოდისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, 764 286 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებულია 46 ობიექტი, მათ შორის:

  1. ხეთისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის აღდგენის სამუშაოები – 16 015 ლარის ღირებულებით;
  2. ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, ქარიატის, ქვემო ქვალონისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა სანიაღვრე არხების ამოწმენდის სამუშაოები – 53 693 ლარის ღირებულებით;
  3. ახალსოფლის, ზემო ქვალონის, თორსა-დღვაბის, პატარა ფოთის, შავღელეს, საგვიჩიოს, საჯიჯაოს, ჭალადიდის, შუა ხორგისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები – 218 361 ლარის ღირებულებით;
  4. ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა გარეგანათების მოწყობის სამუშაოები – 8 551 ლარის ღირებულებით;
  5. ახალსოფლის, ახალი ხიბულის, ბიის, პირველი მაისის, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, პირველი ხორგის, საჯიჯაოს, ქვემო ქვალონის, ძველი ხიბულის, ხამისკურისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოები – 408 979 ლარის ღირებულებით;
  6. თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა სკვერებისა და ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოები – 14 875 ლარის ღირებულებით;
  7. საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები – 7 000 ლარის ღირებულებით;
  8. გურიფულისა და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები – 36 812 ლარის ღირებულებით.

 

 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus