საჩხერის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად 2 868 999 ლარი გამოეყო

facebooktwittergoogle_plus

საქართველოს მთავრობის N175 განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრომ, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, საჩხერის მუნიციპალიტეტს 2 868 999 ლარი გამოუყო. 2016 წელს, საჩხერის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 9 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელთაგან ნაწილი გარდამავალია. აღნიშნული პროექტებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 151 000 ლარი გამოიყო. გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც რგფ-სა და საჩხერის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება:
1. სოფელ ბაჯითის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა – 134 651 ლ.
2. ქ. საჩხერეში სამუსიკო-სამხატვრო სკოლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა – 655 000 ლ.
3. მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა – 500 349 ლ.
4. ჭალა-პერევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია –  250 000 ლ.
5. სოფელ ცხამის საბავშვო ბაღის მშენებლობა – 220 000 ლ.
6. სარეკი-ბაჯითის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა – 800 000 ლ.12729080_1727153024181249_3931518309253258644_n
7. სოფელ სავანედან სოფელ სალაურამდე მიმავალი საავტომობილო გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობა – 200 000 ლ.
8. ქ. საჩხერეში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა – 160 000 ლ.
9. სოფელ სავანეში, მეფრინველეობის ფაბრიკის და იტავაზის კვარცის ქვიშების კარიერისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა – 100 000 ლ.

უახლოეს ხანში ცნობილი გახდება სოფლის მხარდაჭერის და სხვა ფონდების პროგრამების ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, საჩხერის მუნიციპალიტეტში სულ 10 202 330 ლარის ღირებულების 274 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. შესრულებული პროექტების რაოდენობის მიხედვით, საჩხერე იმერეთის რეგიონში წარმატებული მუნიციპალიტეტების პირველ სამეულშია.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus