2015 წელს, საჩხერის მუნიციპალიტეტში სოციალური მიმართულებით 616 000 ლარი გაიცა

facebooktwittergoogle_plus

 

 

სოციალური სფერო ის მიმართულებაა, რომლის გაძლიერებასაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველ მომდევნო წელს წარმატებით ახერხებს. მუნიციპალიტეტის გამგებლის, მალხაზ ბაზაძის ინიციატივით, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დებულებაში ჩაემატა ახალი მუხლები, რომელთა საშუალებითაც  ბენეფიციარებისა და შესაბამისი მუხლით მოსარგებლეებისთვის გაცილებით მეტი მომსახურების გაწევა შეიძლება.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ოთარ ომიაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებისთვის 616 000 ლარი გამოიყო, რაც 2014 წელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტია.

  1. ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა – 100 000 ლ.
  2. ავადმყოფთა სოციალური დაცვა – 200 000 ლ.
  3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა – 24 000 ლ.
  4. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა – 15 000 ლ.
  5. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა – 20 000 ლ.
  6. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება – 100 000 ლ.
  7. ომისა და შრომის ვეტერანთა და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით დახმარება – 13 000 ლ.
  8. ვეტერანთა დაკრძალვის თანხები – 5 000 ლ.
  9. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი – 4 000.
  10. საცხოვრებლით უზრუნველყოფა – 10 000 ლ.
  11. უფასო სასადილოს დაფინანსება – 35 000 ლ.
  12. საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება – 24 000 ლ.
  13. საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება – 30 000 ლ.
  14. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი – 36 000 ლ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სამოქმედო პროგრამის დებულებაში, 2015 წელს, რამდენიმე ძალიან საჭირო და დროული მომსახურება ჩაემატა. ეს მუხლებია:

  1. დედით, ან მამით ობოლ, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებში მცხოვრებ სტუდენტებზე გაიცა სწავლის თანადაფინანსების თანხა, 500 ლარამდე ოდენობით.
  2. დიალიზზე მყოფ 36 და ლეიკემიით დაავადებულ 21 ავადმყოფზე, ასევე – ეპილეფსიით დაავადებულ 74 პაციენტზე ყოველთვიურად ჩაირიცხა თანხა.
  3. ოჯახს, რომელსაც შეეძინა მეექვსე და მეტი შვილი, 18 წლამდე ყოველთვიურად ჩაერიცხა თანხა 100 ლარის ოდენობით.
  4. განსაკუთრებული ყურადღება მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს ექცევათ – ყოველდღიურად კეთდებოდა სადილი 40 მოქალაქეზე.

მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სოციალური დაცვა,  ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ, ის მეორე პრიორიტეტული სფეროა, რომელსაც საჩხერის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus