სამტრედია – NEWS

გამგებელმა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
facebooktwittergoogle_plus

 

სამტრედიის  გამგებელმა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 4 კორპუსთან მიმდინარე მუშა პროცესი და ბაგა–ბაღებში ჩატარებული სამუშაოები მოინახულა.

ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს, წლების მანძილზე, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემა პრობლემებს უქმნიდა. მათი მხრიდან ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მიმართვა უყურადღებოდ არ დარჩენილა და ამჟამად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას აღნიშნული პორობლემა მოუგვარდეს.
კორპუსის მაცხოვრებლელბმა გამგებელთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მადლიერება გამოხატეს. მათი განცხადებით, მიმართვას უმოკლეს დროში მოჰყვა რეაგირება. სამუშაოს „წყალმომარაგების კომპანია“ ასრულებს.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა: „ქალაქის ტერიტორიაზე კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და კომუნიკაციის მხრივ ცუდი მდგომარეობაა და მოსახლეობას, წლებია, აღნიშნული პრობლემა აწუხებს. ყველა მსგავსი პრობლემა, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, უნდა მოიხსნას, რაც ეტაპობრივად კეთდება კიდეც.“
გამგებელმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მმართველთან, ხათუნა ახობაძესთან და გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად, ბაღებში შესრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა. N მე-4 ბაგა-ბაღში სრულად გარემონტდა დარბაზი, მოეწყო ელექტროგაყვანილობა, შეიძინეს გაზქურა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩატარდა ასევე N მე–10, მე–11, მე–2 და პირველ ბაგა–ბაღებში.

ვაზისუბანიტოლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ტოლების თემში, ვაზისუბანი-ტოლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, ტოლების თემის მოსახელობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი პროექტის განხორციელებაში მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობის უზრუნველყოფა იყო.
აღნიშნული პროექტი სოფლისთვის მნიშვნელოვანია და ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ადგილობრივი ხელისუფლების და უშუალოდ, მაჟორიტარი პარლამენტარის, გაგა კახიანის ინიციატივით ხორციელდება. 4.3 კმ–იანი გზა ორ უმნიშვნელოვანეს მაგისტრალს, დაფნარი–ლანჩხუთი–სუფსა–გრიგოლეთის მონაკვეთს დააკავშირებს დაფნარი–ჩოხატაური –ოზურგეთის მაგისტრალთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პროექტის განხორციელებისას დასაქმებულთა  70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
,,ისეთი საქმე კეთდება, რომელიც არასოდეს გაკეთებულა ტოლებში. სოფელში ძალიან ბევრი პროექტი შესრულდა, თუმცა ეს ყველაზე მასშტაბურია.” – აღნიშნა ტოლების თემის დეპუტატმა, ილია მჟავიამ.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ. როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, მსგავსი მასშტაბის პროექტი სოფელს არ ახსოვს.

სამტრედიის სოფლებში დამატებით 3700 აბონენტი გაზიფიცირდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ, მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და შპს ,, სოკარჯორჯიას“ სამტრედიის სერვისცენტრის მენეჯერმა, ბერდია კანკაძემ სამტრედიის გაღმა და გამოღმა ზონაში, კერძოდ, საჯავახოსა და დაბლა გომის სოფლებში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი 2-წლიანია და სწორედ ამ ვადაში უნდა დასრულდეს აღნიშნულ ზონებში 3700 აბონენტის გაზიფიცირება. ამჟამად, სამუშაოები სხვადასხვა სოფლებში პარალელურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს.
გასულ წელს დასრულდა ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა გომში, გორმაღალში, საჯავახოსა და ტოლების თემში. მეორე ეტაპი კი, ოჯახებში ერთი წერტილის მონტაჟს გულისხმობს. ,, სამუშაოებს ,,სოკარჯორჯია“ საკმაოდ ხარისხიანად ასრულებს. „მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი კახი კალაძე პირადად აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს. 100 აბონენტი უნდა გაზიფიცირდეს დაბლა გომში, ხოლო 107 ოჯახი საჯავახოს თემში“ –საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ. სოფლის მოსახლეობამ მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო. როგორც გამგებლის წარმომადგენელმა საჯავახოს თემში, შავლეგ თარგამაძემ განგვიმარტა, სოფელ საჯავახოში მხოლოდ საკირეს უბანი იყო გაზიფიცირებული, ხოლო აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აბონენტებად დაფიქსირდებიან რკინის გადაღმა უბანის, ორპირისა და რეჭის უბნის მოსახლეობა. სამუშაოები, სავარაოდოდ, 4 თვეში დასრულდება. „დაფნარში რეგისტრირებულია 210 აბონენტი, აქედან გაზიფიცირებულია 100. სამუშაოები საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სოფელ მთისძირში“ – აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა გომის თემში, ზაზა ნიკოლეიშვილმა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ საჯავახოს თემში მცხოვრები გიორგი შანიძის ოჯახში სიმბოლურად გაზქურა აანთო.

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სამტრედიას 2 369 840 ლარი გამოეყო

საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც, ტრადიციულად, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა გააცნო.
ცვლილება განხორციელდა სამტრედიიის მუნიციპლაიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში . „რეგიონალური განვითარების ფონდიდან“, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სამტრედიას 2 369 840 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა მუნიციპლაიტეტის მასშტაბით, ძირითადად, გზების ასფალტობეტონით მოპირკეთებას და სხვადასხვა პროექტებს მოხმარდება.
შიდამუხლობრივი ცვლილებები შევიდა ააიპ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, კომპლექსური სპორტული სკოლისა და ხელბურთელთა კლუბ „სამტრედიას“ 2015 და 2016 წლის პროგრამებში.
დეპუტატებმა აღნიშნული საკითხები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.

იუსტიციის სამინისტროს პროექტი დაბა ჯიხაიშში

დაბა ჯიხაიშში, იუსტიციის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. სამუშაოები მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ გარეპერიმეტრის სამუშაოებისთვის გამოყოფილი იქნა 85 ათასი ლარი. მათ შორის – 50 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის სახსრებიდან, ხოლო 35 ათასი – „რეგიონული განვითარების ფონდის“ მიერ.
სწორედ ადგილობრივი ხარჯების გამოყენებით მოეწყო შენობის გარეპერიმეტრი, გზებზე დაიგო ასფალტის საფარი. ეზო მოპირკეთდა ფილებითა და ჩატრდა გამწვანებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდ. მეწარმე მერაბ ვაშაკიძემ , ინდ. მეწარმე გოგი ვაშაყმაძემ და შპს ,, გუდამ“ შეასრულეს.
საზოგადოებრივი ცენტრი რამდენიმე სახის მომსახურეობას შესთავაზებს მოსახლეობას. ცენტრში სამოქალაქო და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები იმუშავებენ, ასევე შესაძლებელი იქნება, მოსახლეობამ მიიღოს „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება. დაიდგმება „ლიბერთი ბანკისა“ და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები.
საზოგადოებრივ ცენტრში ბინას დაიდებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჯიხაისის თემში და მისი აპარატი. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრომ ცენტრს საჩუქრად ელექტრონული ბიბლიოთეკა გადასცა. სოფლის მოსახლეობას ექნება საშუალება, მიიღოს უფასო ინტერნეტმომსახურეობა. საზოგადოებრივი ცენტრი უახლოეს დღეებში გაიხსნება.

  • სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებით 3700 აბონენტი გაზიფიცირდება

ტოლებისა და ბუღნარას დამაკავშირებელი ხიდი ექსპლუატაციაში გაზაფხულზე შევა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში 33 მეტრის სიგრძის მოცულობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 4 წლის წინ, სოფ. ტოლებისა და ბუხნარას დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ხევისწყალმა წაიღო და სკოლის მოსწავლეები და მთლიანდ სოფლის მოსახლეობა საცალფეხო ხიდით სარგებლობდა, რაც საშიშროებას წარმოადგენდა. ხშირი იყო პირუტყვის დაღუპვის ფაქტებიც. ამ ხნის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მიერ რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი, თუმცა თანხის სიმცირის გამო, არსებული პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდებოდა.
,,ეს არის 33-მეტრიანი ურთულესი კონსტრუქციის ხიდი. საჭირო მასალების შემოსატანად, გზის რეკონსტრუქციაც გახდა საჭირო. პროექტის საერთო ღირებულება დაბალი იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს მოვახერხეთ დამატებით 200 ათასი ლარი მოძიება. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს ,, სახარია“. მინდა გითხრათ, რომ რასაც ვვარაუდობდით, კიდევ უფრო ჩქარი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და  ამასთანავე, ხარისხიანად. თუმცა, ხარისხზე დაზუსტებით საუბარი ექსპლუატაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი. დამატებითი 200 ათასი ლარი „სტიქიით დაზარალებულთა ფონდიდან“ იქნა მოძიებული„ – განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ტოლების თემში მცხოვრებმა მოსახლეობაბ აღნიშნეს შპს,, სახარიას“ ხელმძღვანელის, დავით პაიჭაძის საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა. ,,ხალხი გახარებულია. ამაზე კარგი საქმე სოფელში არ გაკეთდებოდა. დასაქმებულია სოფლის 6 მკვიდრი. ესეც მისასალმებელია. აქ წვიმაში, ღამითაც მუშაოებენ და სამუშაოები ძალზე სწრაფად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ხიდი ექსპლუატაციაში დათქმულ დროზე ადრე შევა.“ – განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა ტოლების თემში, ალექსი ბოცვაძემ.
აღნიშნულ ხიდზე 33 მეტრის სიგრძის კოჭი დაიდო, რომელიც პირველად სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიან ფოცხვერიამ, გამგებლის მოადგილე მამუკა თავაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე კობა ძიძიგურმა დატესტეს.

მომავლის ხეივანისამტრედიაში ოდილავაძის ქუჩას გაამწვანებს

მე–3 საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეების, გურამ ხუნწარიას და ზურაბ ახობაძის პროექტი „მომავლის ხეივანი“ ააიპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“, პროექტის „გაეროს ასამბლეა საქართველოში“ რჩეული გახდა და დაფინანსება მოიპოვა. ზურა ახობაძეს კი, აღნიშნული პროექტის ერთ–ერთი მხარდამჭერის, „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ სპეციალური პრიზი, 2 000-ლარიანი ვაუჩერი ხვდა წილად, რომელსაც იგი აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლისას გამოიყენებს.
მოსწავლეების მიერ წარდგენილი პროექტის მიზანი ოდილავაძის ქუჩაზე თვითნებური ნაგავსაყრელის გასუფთავებასა და აღნიშნულ ადგილზე ხეივნის გაშენებას გულისხმობს. კომისიამ, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებისა და საელჩოების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, აღნინული პროექტი 200-დან გამოარჩია და სამეულში მოახვედრა.
როგორც პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, ეს მათთვის ამ სფეროში პირველი ნაბიჯებია და სამომავლოდ დიდი სტიმულია.
შეგახსენებთ , რომ ააიპ-ს „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ არაერთი საერთაშორისო პროექტი და კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა აქვს განხორციელებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus