გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ანგარიში

facebooktwittergoogle_plus

 

ინფრასტრუქტურა

2015 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული იყო ქალაქისა და სოფლების  განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება; მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება.

დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 4 253 383 ლარით  66 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

2015 წელს, „სოფლის განვითარების პროგრამით“, 1 553 587 ლარით 66 პროექტი განხორციელდა.

„რეგიონალური განვითარების ფონდიდან“ (2 842 979) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (697 108 ლარი), ჯამში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში 3 540 087 ლარით  15 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

ქალაქ გარდაბანში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით1) აისორების დასახლებასთან მისასვლელი გზა მოასფალტდა. 2) დ. აღმაშენებლის ძეგლთან არსებული სკვერი კეთილმოეწყო.  3) მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის (ყოფილი მერია) შიდა სარემონტო სამუშაოები.  4) დ. აღმაშენებლის №129-ში მდებარე  შენობა გადაიხურა და განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი. 5) ლესელიძის ქუჩის №12 კორპუსი  გადაიხურა. 6) გაკეთდა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.   7) დასრულდა მეშვიდე არხის დასახლებისკენ მიმავალი გზის, ტელმანის ქუჩის, აღმაშენებლის და 9 აპრილის ქუჩების შემაერთებელი გზის  მოასფალტება. კეთილმოეწყო სადგურის ქუჩაზე არსებული ტროტუარი.  8) ამჟამად, მიმდინარეობს ქ.გარდაბნის შიდა გზების მოასფალტება (ქეთევან წამებულის ქუჩა, ულიანოვსკის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა,  სიხნოს ქუჩა და სხვ.).

„რეგიონალური ფონდის“ დაფინასებით – 1) ლელაშხას დასახლებაში და ჭავჭავაძის ქუჩებზე ახალი მინისტადიონი აშენდა. 2) რეაბილიტირდა ტელმანის და ლესელიძის ქუჩებზე არსებული მინისტადიონები. 3) ლელაშხას დასახლებაში რეაბილიტირდა შიდა გზა.  შედეგად, ცენტრალური გზა და მასთან დამაკავშირებელი 4 უბანი მოასფალტდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ – 1) ლელაშხაში სარწყავი სისტემა რეაბილიტირდა. 2) ქვემო კაპანახჩში სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. 3) თბილწყაროს  დასახლებაში გაკეთდა ხიდი. ქალაქ გარდაბანში შენდება თანამედროვე ტიპის დაცვის პოლიციის შენობა. მშენებლობა 2016 წლის იანვარში დასრულდება.

სოფელ აღთაკლიაში განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები – 1) გაკეთდა სადრენაჟე არხი. 2) მიმდინარეობს მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა.  3) გაიწმინდა სანიაღვრე-საწრეტი არხი. 4) რეაბილიტირდა სოფლის შიდა გზები  და სასმელი წყლის მილები. 5) რეაბილიტირდა სოფლის შიდა გზები.

სოფელ ყარათაკლიაში  – 1) გაკეთდა გარეგანათება  (სულ 49 ბოძი და ნათურა). 2) გაიწმინდა სარწყავი არხი. 3) რეაბილიტირდა სასმელი წყლის მილი. 4) მოიხრეშა შიდა გზები. 5) მიმდინარეობს მგზავრთა მოსაცდელის მშენებლობა. დაიხარჯა 9 885 ლარზე მეტი.

სოფელ ყარაჯალარში1) რეაბილიტირდა საბავშვო ბაღი, რომელიც 3 ჯგუფისთვისაა  გათვალისწინებული და 2016 წლის ბოლოსთვის 120-მდე აღსაზრდელს მიიღებს. 2)  200  გრძივ მეტრზე გამოიცვალა სასმელი წყლის მილი. 3) საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით, 2,800 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო.

სოფელ ახალ სამგორში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობა;რეგიონალური ფონდის დაფინანსებით“ რეაბილიტირდა სასმელი წლის სისტემის შიდა ქსელები;სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“1) ახალი სამგორის საბავშვო-ბაღი რეაბილიტირდა. 2) კომპანია BP-ის 70%-იანი და საინიციატივო ჯგუფის 30%-იანი თანამონაწილეობით, მიმდინარეობს არსებული სტადიონის კეთილმოწყობა (შემოღობვა).

სოფელ ახალსოფელში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით – 1) შეიცვალა სასმელი წყლის მილები. 2) საცხენისსა და  ახალსოფელში სასმელი წყლის შიდა ქსელი რეაბილიტირდა. 3) საცხენისიდან   სააკაძეში გამავალი წყლის მილები შეკეთდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ – 1) სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელი რეაბილიტირდა. 2) საცხენისში  სასმელი წყლის მილი შეიცვალა. 3) მუხროვანში ამბულატორიის შენობა რეაბილიტირდა.

სოფელ გამარჯვებაში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით – 1) გამარჯვების №2 საბავშვო ბაღში გარემონტდა სამზარეულო. 2) ფოლადაანთკარში  ხიდები კეთილმოეწყო.  3) გამარჯვებაში ძალოსნობის დარბაზი რეაბილიტირდა. 4) დაიგო გზის ასფალტის საფარი 1კმ. 200 გრძივ მეტრზე. 5) ფოლადაანთკარში შემოიღობა სასაფლაო.

„რეგიონალური ფონდის“ დაფინანსებით – სოფელ გამარჯვებაში  სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელი რეაბილიტირდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“  – 1) სოფელ გამარჯვებაში გაკეთდა გარეგანათება. 2) ფოლადაანთკარში რეაბილიტირდა სარწყავი წყლის არხები. 3) გამარჯვება 1-ში სასმელი წყლის მილები შეიცვალა. დარჩენილი თანხით კი, სასმელი წყლის ავზები რეაბილიტირდა. 4) კომპანია BP-ის ინიციატივით, გამარჯვებაში აშენდა 5 მოსაცდელი.

სოფელ თელეთში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით – 1) გადაიხურა სოფელ ქვემო თელეთის საბავშვო ბაღი.  2) წალასყურის, ახალწყალის და ქვემო თელეთის შიდა გზები მოიხრეშა. 3) ამჟამად, მიმდინარეობს წალასყურის სარიტუალო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„რეგიონალური  ფონდის“ დაფინანსებით 1) სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელი რეაბილიტირდა. 2) გაკეთდა საკანალიზაციო სისტემა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ – 1) ზემო თელეთში,  ცენტრალური გზის გარე-განათება გაკეთდა.  2) ქვემო თელეთში, შეკეთდა შიდა გზები ორმული დამუშავების სახით. 3) მუხრანთელეთში სოფლის ცენტრალური გზის გარეგანათება გაკეთდა.  4) ახალწყალში ცენტრალური გზის გარეგანათება გაკეთდა.  5) წალასყურში, ცენტრალურ გზის გარეგანათება გაკეთდა.  5) ააიპ გარდაბანგანათებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა, სოფ. თელეთში,  №1, №2  №3 კორპუსების სახურავები გადახურა.

სოფელ კალინინოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითსოფელ კალინინოს შიდა გზები მოიხრეშა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 1) ახალშენში, ბირლიკში, თაზაქენდში და ბოტანიკაში გარეგანათება გაკეთდა. 2) თაზაქენდში სანიაღვრე არხი გაიწმინდა. 3) ამბარტაფაში სანიაღვრე არხები რეაბილიტირდა.

სოფელ კრწანისში  – ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ახალი ადმინისტრაციული შენობა  აშენდა.

რეგიონალური ფონდის დაფინანსებით – 1) რეაბილიტირდა სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელი  .  2) აშენდა  2 სპორტული მოედანი. 3) რეაბილიტირდა საკანალიზაციო სისტემა.  4) მოასფალტდა სოფლის შიდა გზები. 5) რეაბილიტირდა საბავშვო ბაღი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით – 1) გიგანტის დასახლებაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შემოიღობა.  2) სვანების უბანში სასაფლაოს ტერიტორიაზე  სატრაპეზო აშენდა.  3) მე-15კილომეტრის დასახლებაში  საბავშვო მოედანი გაკეთდა. 4) ზოოვეტის აგარაკებზე  გარეგანათება გაკეთდა. 5) მთისძირის დასახლებაში სასმელი წყლის ცენტრალური მილი შეიცვალა.  6) მთისძირში შიდა გზები მოიხრეშა.

სოფელ კუმისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით – 1)  აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობა.  2) საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულო გარემონტდა.

რეგიონალური ფონდისა“ და „სოფლის განვითარების პროექტის“ ხელშეწყობით – 1) სპორტული მოედანი გაკეთდა. 2) სასაფლაო შემოიღობა. 3) ახალ კუმისში სასაფლაო შემოიღობა.  4) 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, გამგებლის სარეზერვო ფონდიდან კოჯრის ხევის გასაწმენდად გამოიყო 18 000 ლარი.

სოფელ ლემშვანიერაში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით – 1) მზიანეთისა და ლემშვენიერას №1 და №2  საბავშვო ბაღები კეთილმოეწყო.  2) ახალი მინისტადიონი აშენდა.  3) ნაგების საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  4) ცენტრალური სასმელი წყლის ჭაბურღილს  ვერტიკალური წყლის საქაჩი დაუმონტაჟდა.

რეგიონალური ფონდის დაფინანსებით – მრავალწყალასა და სამინისტროს დასახლებაში  სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელი რეაბილიტირდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით – 1) სამედიცინო ამბულატორიის შენობა რეაბილიტირდა. 2) მზიანეთში გარეგანათება  გაკეთდა. 3)  ნაგების  სარიტუალო დარბაზი გარემონტდა.

სოფელ მარტყოფსა და ვაზიანის დასახლებაში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით – 1)შიდა გზები მოასფალტდა. 2) ვაზიანის დასახლებაში  1 300 გრძივ მეტრზე ცენტრალური გზის საფარი დაიგო. 3) სოფელ მარტყოფის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. 4) აპარნის წმ. გიორგის ეკლესიასთან და სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოასფალტდა. 5)  სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები გაკეთდა. 6) ამჟამად, მიმდინარეობს იუსტიციის სახლის ეზოს კეთილმოწყობა და მარტყოფის №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები (გადახურვა).

„რეგიონალური ფონდის“ დაფინანსებით – 1) სოფელ მარტყოფის სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელი რეაბილიტირდა. 2) სპორტული მოედანი აშენდა. 3) საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა. 4) მარტყოფში, ტევალის უბანში, 1,800  გრძივ მეტრზე  ასფალტის საფარი დაიგო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“  – 1) სოფელში  2 წყარო გაკეთდა. 2) სანიაღვრე არხები გაკეთდა. 3) სასაფლაოსთან არსებული სკვერი კეთილმოეწყო.  4) ძიუდოს  დარბაზი კეთილმოეწყო (საშხაპეების რეაბილიტაცია. 5) გარეგანათება გაკეთდა. 6) ვაზიანის დასახლებაში  საბავშვო-ბაღის შენობა რეაბილიტირდა და  მიმდებარე ტერიტორია შემოიღობა. 7) სოფელ სააკაძეში სარწყავი წყლის სისტემის შიდა ქსელი რეაბილიტირდა.  8) ისტორიული ციხე- კოშკი  გალავნით შემოიღობა.

საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით, მარტყოფი-სააკაძის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.

სოფელ ნორიოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით – ქვემო ქვიშიანში სასმელი  წყლის 2  ლითონის  ავზი დამონტაჟდა.

„რეგიონალური ფონდის“ დაფინანსებით – 1)სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელი რეაბილიტირდა. 2)  სპორტული მოედანი აშენდა. 3) სკოლამდელი დაწესებულების შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ – 1) გარე-განათება გაკეთდა. 2) ქვემო ქვიშიანში  სასმელი წყლის ავზი და წყლის ცენტრალური მილი რეაბილიტირდა. 3) შეკეთდა ზემო ქვიშიანის ცენტრალური გზა, ორმული დამუშავების სახით .

 

სოფელ სართიჭალაში, ადგილობრივი და რეგიონული ბიუჯეტის დაფინანსებით – 1) ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურა და გამაგრდა. 2) საკანალიზაციო სისტემა რეაბილიტირდა. 3) შიდა გზები რეაბილიტირდა. 4) თუნუქით  გადაიხურა საცხოვრებელი კორპუსი.  5)  500 მმ-იანი სანიაღვრე მილი  დამონტაჟდა და  საკანალიზაციო ჭები გაკეთდა. 6) შეკეთდა მუღანლოს გზა, ორმული დამუშავების სახით. 7) მიმდინარეობს სართიჭალის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, სოფელ სართიჭალასა და მუღანლოში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების გათვალისწინებით – 1) სართიჭალაში, №1 ბაგა-ბაღი კეთილმოეწყო. 2) კოსტავას და აღმაშენებლის ქუჩებზე  გარე-განათება გაკეთდა.   3) №2 ბაგა-ბაღის შენობა გარემონტდა. 4) საფეხბურთო მოედანზე საშხაპეები აშენდა. 5) მუღანლოში გაყვანილ იქნა ტექნიკური წყალი. 6) მუღანლოს საფეხბურთო სტადიონი კეთილმოეწყო. დარჩენილი თანხით – 7) სართიჭალაში მინი-სტადიონი გაკეთდა. 8) მიმდინარეობს მძლეოსნობის  დარბაზის რეაბილიტაცია.

სოფელ ქესალოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით – მიმდინარეობს მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა. „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, რეაბილიტირდა სოფელ ქესალოს საბავშვო ბაღის შენობა.

სოფელ ნაზარლოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მოიხრეშა შიდა გზები. სოფლის პროექტის ფარგლებში, დასრულდა საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი.

სოფელ ვახტანგისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარეობს მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა. სოფლის პროექტით ახალ დასახლებაში მოიხრეშა გზა. სოფელ ვახტანგისში კომპანია „არზუგაზმა“ 2 კმ. გრძივ მეტრზე მოსახლეობა ბუნებრივი აირით უზრუნველყო.

სოფელ ჯანდარაში, სოფლის პროექტის ფარგლებში – 1) მოიხრეშა გზა. 2) შემოიღობა ძველი სასაფლაოს ტერიტორია.

 

 

სკოლამდელი განათლება 

საბიუჯეტო დაფინანსების ძირითად პრიორიტეტს, ასევე, სკოლამდელი განათლებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამებით,  გასულ წელს, რეაბილიტირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე 24 საბავშვო ბაღი და მიმდინარეობს ოთხი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც  2016 წლიდან,  ახალი სასწავლო სეზონის დაწყებისთანავე შევიდა ექსპლუტაციაში.

2014-2015 წელს, სკოლამდელ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალთა ხელფასი 50%-ით პროცენტით გაიზარდა.

ჯანდაცვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალურმა სამსახურმა დანერგა „დიალიზით დაავადებულთათვის ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფის  პროგრამა“. გარდა ამისა,  სხვა სოციალური პროგრამების პარალელურად, რომელსაც გამგეობა და საკრებულო ადგილობრივ დონეზე აფინანსებს, გარდაბნის „სვჯ“-ს „ჯანმრთელობის კაბინეტში“ უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა შეუზრუდავად შეეძლოთ სოციალურად დაუცველ და დევნილთა ოჯახებს. 2015 წლის განმავლობაში, უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 3 266-მა პაციენტმა. აღსანიშნავია, რომ „ჯანმრთელობის კაბინეტი“ ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.

ეკონომიკა

2015 წელს, გარდაბნის მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირდა 121 ერთეული უძრავი ქონება (აქედან – 20   საბავშვო ბაგა-ბაღი და 40 ტროტუარი), დაიწყო პრივატიზაციის პროცესი. ჯამში მიღებულია  134 განცხადება, გაცემულია 98 საკუთრების მოწმობა. 2016 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ზემოთ ხსენებული პრივატიზაციიდან შემოსული თანხა საორიენტაციოდ 704 302 ლარს  შეადგენს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 5 საინვესტიციო პროექტი. ინვესტიციების საერთო თანხა 102 545 737 ლარი,  247 250 000 დოლარი და 5 000 000 ევროა.

  1. გარდაბანი, კაპანახჩის დასახლება, სს „ საქართველოს სათბურის კორპორაცია“, სასათბურე კომპლექსი, ინვესტიცია – 7.250.000 აშშ დოლარი, დასაქმდება 130 ადგილობრივი.
  2. გარდაბანი, სოფ.მარტყოფი და სოფ. სართიჭალა, შპს ,,ჩირინა”, მეფრინველეობის ფერმა, ინვესტიცია – 100. 000. 000 ლარი; დასაქმებულია 90 ადგილობრივი.
  3. გარდაბანი, სოფ.ჯანდარა, შპს,,მ.ს. ენერჯი + ” მცირე ელექტრო სადგური, ინვესტიცია – 1. 000. 000 ლარი, დასაქმებულია 20 ადგილობრივი.
  4. გარდაბანი, სოფ.კალინინო, შპს,,ფარიდი”, ნედლეულის შესანახი, სილოსების მშენებლობა, ინვესტიცია – 845 737 ლარი, დასაქმებულია 32 ადგილობრივი.
  5. ქ. გარდაბანი, „შპს გარდაბნის თბოსადგური“, 230 მგ.ვ თბოელექტროსადგური, ინვესტიცია – 240,000,000 აშშ დოლარი.

ამჟამად, მუნიციპალიტეტში  2 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება – 1) სოფ. მარტყოფში, ,,ჰენკელ ბილდინგ ჯორჯია“ წებო-ცემენტის საწარმოს აშენებს, რაშიც 5 000 000 ევრო ჩაიდება. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობიდან 35-40 მოქალაქე.

2)  გარდაბანში, ბოტანიკის დასახლებაში, პლასტმასის მილების საწარმო შენდება. ინვესტიციის საერთო ღირებულება 700 000 ლარია. ამჟამად  დასაქმებულია 7 ადგილობრივი, საწარმოს გახსნის შემდეგ  30-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

მუნიციპალიტეტში ინვესტიციების შედეგად დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა  520 ადგილობრივი მაცხოვრებელი.

კულტურა

  1. 2015 წლის 22 მარტს, გრანდიოზულად აღინიშნა აზერბაიჯანული დღესასწაული ,,ნოვრუზ ბაირამი’’, რომლის ფარგლებშიც სადღესასწაულოდ მოირთო ქ. გარდაბანი, გაიმართა ტრადიციული, თეატრალიზებული ,,ბერიკების’’ მსვლელობა და სიმბოლურად ,,გაზაფხულის გოგონამ’’ შემოიტანა გაზაფხული ქ. გარდაბნის ქუჩებში. გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება და ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია.
  2. 2015 წლის 4 მაისს აღინიშნა სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,აპარნობა’’, რომელიც უკავშირდება ქართველთა გამარჯვებას სპარსელების წინააღმდეგ. ღონისძიება გაიმართა აპარნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესასწაულში მონაწილეობნენ სოფ. ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის მოსახლეობა და მომლოცველი მრევლი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, კერძოდ ჭიდაობასა და დოღში, ასევე – კულტურული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები.
  3. 2015 წლის 21 ივნისს, სოფელ თელეთში აღინიშნა სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,თელეთობა’’ რომლის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ფეხბურთში.
  4. 2015 წლის 29 აგვისტოს გაიმართა სახალხო რელიგიური დღესასწაული ,,ღვთაებობა’’ სოფელ მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  5. 2015 წლის 31 ოქტომბერს გრანდიოზულად აღინიშნა სახალხო დღსასწაული ,,გარდაბნობა 2015’’, რომლის ფარგლებში სადღესასწაულოდ მოირთო ქ. გარდაბნის ცენტრალური ქუჩა, საზეიმოდ გაიხსნა დ. აღმაშენებლის რესტავრირებული ძეგლი. გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები და პანტომიმის თეატრალიზებული მსვლელობა. მუნიციპალიტეტის სოფლებმა დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი  სამზარეულო დააგემოვნებინეს. ღონისძიება დასრულდა შოუბიზნესის ვარსკვლავების კონცერტითა და ფეიერვერკით.

 

 

 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus