აბაშის მუნიციპალიტეტი – 2015 წელი

facebooktwittergoogle_plus

აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, 2015 წლის  განმავლობაში, პრიორიტეტულ მიმართულებებს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე იყო გამახვილებული. თანამედროვე სტანდარტებით აშენდა სრულიად ახალი საბავშვო ბაღის შენობები ტყვირში, სეფიეთში, გაუწყინარსა და პირველ მაისში, რისთვისაც 896 904 ლარი დაიხარჯა. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა  მაიდნის, სამიქაოს, ზანათის და სუჯუნის ბაღებს. ასევე, ფუნქციონირება დაიწყო 2014 წელს აშენებულმა ნორიოს, ონტოფოსა და წყემის ბაღებმა.

გარდა ამისა, 2015 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო:

  • ბულვანი-გაუწყინარის გადასახვევიდან სოფ. ნაესაკოვოს ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრამდე – 7 450-მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება. გზის სამუშაოებისათვის 1 040 777 ლარი დაიხარჯა.
  • ქ. აბაშაში სანიაღვრე არხებისს და ტროტუარების მოწყობა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად,  თავისუფლების ქუჩაზე გაიწმინდა სანიაღვრე არხები და 1 600 გრძივ მეტრზე (გზის ორივე მხარეს) მოეწყო ტროტუარები. პროექტი „რეგიონალური განვითარების ფონდიდან“ 264 485 ლარით დაფინანსდა.
  • მოხდა ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციული შენობისა და იარუსების განახლება და გარემონტება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 200 ლარით დაფინანსდა.
  • ასევე – სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია. შეკეთდა იატაკი, ჭერი, კედლები, ძველი ფანჯრები შეიცვალა ახალი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით; მოეწყო სველი წერტილები, შეიღება ფასადი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 212 ლარით დაფინანსდა.
  • კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა დაზიანებული ღობის შეკეთება-აღდგენა , მუზეუმის ტერიტორიაზე გარეგანათებისა და საჩრდილობლის მოწყობა. პროექტის ღირებულება 32 881 ათასი ლარია.
  • წყალმომარაგების სისტემის 100-კილომეტრიანი ქსელის სრული რეაბილიტაცია. ქალაქის ტერიტორიაზე ამორტიზებული თუჯის მილები შეიცვალა ახალი პოლიეთილენის მილებით.  რეაბილიტაცია „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ , „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელდა.
  • ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი კეთილმოეწყო. სახლ-მუზეუმში ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 360 ათასი ლარით დაფინანსდა.
  • გაზიფიცირდა 6 სოფელი: პირველი მაისი, გაუწყინარი, თხმელარი, მარანი, მარანჭალა და გუგუნაყათი.  მარნისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული  გაზმომარაგების სამუშაოების ღირებულება 1 295 000 ლარია. ქსელის საერთო სიგრძე შეადგენს 65 კილომეტრს. განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა 619 ოჯახს.
  • სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია – სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხით, აბაშაში 18 000-მეტრამდე არხი გაიწმინდა. პროექტის ღირებულება 45 938 ლარია.

2015 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში 554 000 ლარი დაიხარჯა.  დაიგეგმა და განხორციელდა 100 პროექტი, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იყო:

1) წყალსაწრეტი არხებისა და მილხიდების რეაბილიტაცია – თანხით – 169 195 ლარი;

2) საბავშვო ბაღების შენობის რეკონსტრუქცია-შეკეთება  –  130 602 ლარი;

3) სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დამაკავშირებელი ხიდების და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები – 8 000 ლარი;

4) სოფლის გზების ორმული შეკეთება და მოხრეშვა  –   56 543 ლარი;

5) სპორტული ობიექტების კეთილმოწყობა  –  26 455 ლარი;

6) გარე განათების მოწყობა  –  57 588 ლარი;

7) საძოვრის შემოღობვის სამუშოები – 49 591 ლარი ;

8) სოფლის კლუბების შენობის შეკეთება –  16 912 ლარი;

9) სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები  – 15 962 ლარი;

10) სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა – 14 756 ლარი;

11) მდინარე ნოღელას და მისი ტოტის კალაპოტის გაწმენდის, მდინარეზე გადასასვლელი ფონების მოწყობის სამუშაოები  –  თანხით – 9 000 ლარი.

ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში, დაახლოებით, 330 ადგილობრივი იყო დასაქმებული.

რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, 2015 წელს მისი ბიუჯეტი უპრეცედენტო, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი იყო. 1 922 ბენეფიციარი  484 692 ლარით დაფინანსდა.

მუნიციპალური სოციალური პროგრამით გამოყოფილი თანხები შესაბამამისი ოდენობით მიიღეს:

1) ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა 5 ოჯახზე -1500 ლარი;

2) გარდაცვლილ დევნილთა  11 ოჯახზე – 2200 ლარი;

3) ომის მონაწილე  ვეტერანების დახმარების პროგრამით – 159  ვეტერანზე -24.900 ლარი;

4) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით –  36  ოჯახზე – 7 200 ლარი;

5) მე-3 და  მეტ ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 38   ოჯახზე – 11 400 ლარი;

6) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარების პროგრამით –  7 ბავშვზე – 2 100 ლარი;

7) მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახებზე დახმარება –  115 ბავშვზე –  17 250 ლარი;

8) სტიქიით მიყენებული ზარალის შემთხვევებში (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა) – 6 ოჯახზე – 15 000  ლარი;

9) მზრუნველობამოკლებული მოსახლეობის უფასო კვების პროგრამა  – 50 ბენეფიციარი – 36 722 ლარი;

10) მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით – 337  ბენეფიციარზე – 224 020 ლარი;

11) ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა  დახმარების პროგრამით  – 1 უხუცესზე – 500 ლარი;

12) მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამით  –  1 000 ბავშვზე –  100 000  ლარი;

13) ყრუ-მუნჯების და ,,ჩერნობილელთა” დახმარების პროგრამით  –  12  ბენეფიციარზე – 2 400 ლარი;

14) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი)   პირების დახმარების პროგრამით – 138 ბენეფიციარზე – 27 600  ლარი;

15) დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა  მგზავრობის მხარდაჭერის   პროგრამით (ყოველთვიური დახმარება)  – 7 ბენეფიცირზე – 12 150 ლარი.

საინტერესო და მრავალფეროვანია მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრებაც.  აღინიშნება უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო ზეიმი  „აბაშობა“, რომლის ფარგლებშიც იმართება კონცერტი და სხვა კულტურული, თუ სპორტული ღონისძიებები.

ახალგაზრდული დღეების – „აბაშა-2015“-ის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ღონისძიება, კერძოდ: დისკუსია თემაზე „შშმ პირები და მათი სოციალიზაცია“, ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“, სპორტული აქტივობები: ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, მკლავჭიდი.

6-19 ივლისს, უპრეცენდენტო პროექტი განხორციელდა აბაშის მუნიციპალიტეტში – 2 კვირის განმავლობაში, პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე ასოციაცია ,,სინერამას”, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ინიციატივითა და დაფინანსებით, ფუნქციონირებდა საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა, რომელშიც მონაწილეობდა ადგილობრივი საჯარო სკოლების 29 მოსწავლე. კონოსკოლა მიზნად ისახავდა კინოხელოვნების განათლების ხელშეწყობას.  ჩატარდა ლექციები კინოს ისტორიაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერაზე, სიუჟეტის განვითარებასა და კინოპროდიუსინგზე; ახალგაზრდები ეუფლებოდნენ კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინოაპარატურის გაცნობა-მართვის უნარებს.

სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს მასტერკლასები ჩაუტარეს ცნობილმა კონორეჟისორებმა, გიორგი ოვაშვილმა და მერაბ კოკოჩაშვილმა. 19 ივლისს, კინოსკოლის დახურვის დღეს, კულტურის ცენტრის დარბაზში ნაჩვენები იქნა კინოსკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული 4 ფილმი (2 დოკუმენტური და 2 მხატვრული).

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების – ,,ჰარირასა“ და ,,თოლიგეს“ გასვლითი კონცერტები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა მოსახლეობის მხრიდან და იგი მომავალ წელსაც გაიმართება.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus