გაზეთის მომდევნო ნომერში – სამტრედიის მუნიციპალიტეტი

გამგებელმა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
facebooktwittergoogle_plus

სამტრედიის  გამგებელმა  შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 4 კორპუსთან მიმდინარე მუშა პროცესი და ბაგა–ბაღებში ჩატარებული სამუშაოები მოინახულა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს, წლების მანძილზე, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემა პრობლემებს უქმნიდა. მათი მხრიდან ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მიმართვა უყურადღებოდ არ დარჩენილა და ამჟამად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას აღნიშნული პორობლემა მოუგვარდეს.
კორპუსის მაცხოვრებლელბმა გამგებელთან და ხელისუფლების წარმოამდგენლებთან შეხვედრისას მადლიერება გამოხატეს. მათი განცხადებით, მიმართვას უმოკლეს დროში მოჰყვა რეაგირება. სამუშაოს „წყალმომარაგების კომპანია“ ასრულებს.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა, – „ ქალაქის ტერიტორიაზე კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და კომუნიკაციის მხრივ ცუდი მდგომარეობაა და მოსახლეობას, წლებია, აღნიშნული პრობლემა აწუხებს. ყველა მსგავსი პრობლემა, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, უნდა მოიხსნას, რაც ეტაპობრივად კეთდება კიდეც.“
გამგებელმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მმართველთან, ხათუნა ახობაძესთან და გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად, ბაღებში შესრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა. N მე-4 ბაგა-ბაღში სრულად გარემონტდა დარბაზი, ასევე 5-6-წლიანი ჯგუფი და ელექტრო გაყვანილობა, შეიძინეს გაზქურაც. მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩატარდა ასევე N მე–10 , მე–11, მე–2 და პირველ ბაგა–ბაღებში.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus