გაზეთის მომდევნო ნომერში – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

facebooktwittergoogle_plus

2015 წლის ანგარიში – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის, გასული  წლის განმავლობაში, პრიორიტეტულ მიმართულებებს, ძირითადად, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები, კონკრეტულად კი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება  და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება-რეაბილიტაცია წარმოადგენდა.

“რეგიონალური პროექტების  ფონდიდან”, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იყო 1 მილიონ 700 ათასი ლარი (ტენდერით – 1. 488 000 ლ.) , რომლითაც გზების მოასფალტება განხორციელდა. მათ შორის :

სოფელ განძაში  1.308 მ – 600.000 ლ. ( 520.000 ლარი);

ეშტიაში – 975მ – 500.000 ლარი (488.000ლ.);

სათხაში –  1.328მ –  600.000ლარი (480.000ლ.).

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტში განხორციელდა  40 პროექტი, საერთო თანხით – 543.000 ლ. კერძოდ:

წყალსადენის რეაბილიტაცია-მშენებლობა, საერთო თანხით – 106.270ლ.,  განხორციელდა შემდეგ სოფლებში:

  • პატარა კონდურა – 10.000 ლარი
  • ყულალისი -16.160 ლ.
  • ჰეშტია – 5.300 ლ.
  • დიდი არაგიალი – 7.400 ლ.
  • პატარა არაგიალი -13.100 ლ.
  • განძა -2.600 ლ.
  • გორელოვკა – 26.300 ლ.
  • ორლოვკა – 8900 ლ.
  • სამება – 5.000 ლ.
  • პატარა ხანჩალი -16.000 ლ.
  • კატნატუ – 5.000 ლ.
  • როდიონოვკა – 8300ლ.
  • ხორენია – 5.300ლ.
  • სანიაღვრე არხების გაწმენდა – 4.550 ლარი

 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus