გაზეთის მომდევნო ნომერში – გორის მუნიციპალიტეტი

გორი სტუდენტების დაჯილდოება
facebooktwittergoogle_plus

გორის მუნიციპალიტეტში 2015 წელს განხორციელებული პროექტები

გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით, 43 წარმატებულ აბიტურიენტს, რომელმაც 100% სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან, წახალისების მიზნით, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცა.

ყველაზე მაღალი ქულების მქონე პირველმა 15-მა აბიტურიენტმა მიიღო 1000, შემდეგმა 15-მა – 500, ხოლო დანარჩენმა 13-მა აბიტურიენტმა – 300-ლარიანი ფულადი ჯილდო.

დასაფინანსებლად 26 400 ლარი ქალაქ გორის უნიციპალიტეტის მერიის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების პროგრამიდან“ გამოიყო. როგორც მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებას და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე. პროგრამა, მოსწავლეთა ფინანსური წახალისების გარდა, სკოლების კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლებაა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით წარმატებული ახალგაზრდების გვერდით.“ – აღნიშნავს ქალაქის მერი.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus