გაზეთის მომდევნო ნომერში ‘აბაშა – 2015 წელი’

აბაშა 2015 წელი
facebooktwittergoogle_plus

 

აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გასული 2015 წლის  განმავლობაში  პრიორიტეტულ მიმართულებებს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე იყო გამახვილებული. თანამედროვე სტანდარტებით აშენდა სრულიად ახალი საბავშვო ბაღის შენობები ტყვირში, სეფიეთში, გაუწყინარსა და პირველ მაისში, რისთვისაც 896 904 ლარი დაიხარჯა. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა  მაიდნის, სამიქაოს, ზანათის და სუჯუნის ბაღებს. ასევე, ფუნქციონირება დაიწყო 2014 წელს აშენებულმა ნოროს, ონტოფოსა და წყემის ბაღებმა.

გარდა ამისა, 2015 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო:

  • ბულვანი-გაუწყინარის გადასახვევიდან სოფ. ნაესაკოვოს ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრამდე 7 450-მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება. გზის სამუშაოებისათვის 1 040 777 ლარი დაიხარჯა.
  • ქ. აბაშაში სანიაღვრე არხებისს და ტროტუარების მოწყობა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად,  თავისუფლების ქუჩაზე გაიწმინდა სანიაღვრე არხები და 1 600 გრძივ მეტრზე (გზის ორივე მხარეს) მოეწყო ტროტუარები. პროექტი „რეგიონალური განვითარები სფონდიდან“ 264 485 ლარით დაფინანსდა.
  • მოხდა ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციული შენობისა და იარუსების განახლება და გარემონტება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 200 ლარით დაფინანსდა.
  • ასევე – სპორტული დარბაზის სრულირეაბილიტაცია. შეკეთდა იატაკი, ჭერი, კედლები, ძველი ფანჯრები შეიცვალა ახალი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით; მოეწყო სველი წერტილები, შეიღება ფასადი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 212 ლარით დაფინანსდა.
  • კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა დაზიანებული ღობის შეკეთება-აღდგენა , მუზეუმის ტერიტორიაზე გარეგანათებისა და საჩრდილობლის მოწყობა. პროექტის ღირებულება 32 881 ათასი ლარია.
კომენტარი
facebooktwittergoogle_plus