ხობის მუნიციპალიტეტი “რეგიონის ტრიბუნის” მომდევნო ნომერში

facebooktwittergoogle_plus

 
ხობის მუნიციპალიტეტის საქმიანობა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, წარმატებულად  იქნა  აღიარებული,  მთელი  საქართველოს  მასშტაბით.

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანიმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი და მიმზიდველი ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნაა, რაც ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველი უნდა გახდეს.

ამ კუთხით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი აქტივობები შეინიშნება. ჩამოვთვლით მხოლოდ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს:

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მიერ შესყიდულ იქნა 200 ჰა მიწის ნაკვეთი სოფლის მეურნეობის, კერძოდ დაფნის პლანტაციის გასაშენებლად. ინვესტიციის მთლიანმა მოცულობამ 1,5 მილიონი ლარი შეადგინა – დასაქმდება 60-მდე მუშახელი.

შპს „ფიგაროს“, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საკუთრებაში გადაეცა 2 ჰა მიწის ფართობი, სადაც მოეწყო პლასტმასის ნაკეთობათა ახალი საწარმო. ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 2,0 მილიონი ლარი შეადგინა – დასაქმდება 50-მდე მუშახელი.

შპს „კოლხას“ მიერ, პროგრამის „თანადაფინანსების პროექტის” ფარგლებში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი და ზეთის მიმღები ქარხანა შენდება. პროექტის ფარგლებში იხარჯება 2,4 მილიონი ლარი, პროექტს გარეთ კი – ასევე 2,4 მილიონი ლარი. ISO სერთიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები – დასაქმდება 50-მდე მუშახელი.

შპს „კოლხურის“ მიერ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომბინირებული საკვების საწარმო შენდება. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 2,2 მილიონ ლარს შეადგენს – დასაქმდება 30-მდე მუშახელი.

შპს „ხიბლის“ მიერ შეიქმნა თაბაშირ-მუყაოს და სამშენებლო მასალების საწარმო. ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 4,4 მილიონი ლარი შეადგინა – დასაქმდება 40-მდე მუშახელი.

შპს „კოლხეთი და კომპანიას“ მიერ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შეიქმნა კომპლექსი „კოლხური ნობათი“, რაც მოიცავს მეფრინველეობას, მეცხოველეობას, თანამედროვე სტანდარტების სასაკლაოს. ინერგება „HASP“-ის სტანდარტები, პროდუქტების მწარმოებელი საწარმო. ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 432,0 ათასი დოლარი შეადგინა – დასაქმდება 20-მდე მუშახელი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მსგავსი კომპლექსის შექმნა ზონებრივად, 3 ზონაში, ხოლო მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში – ეტაპობრივად თითო საწარმოს გახსნა მაინც.

შპს „შამათიას“ მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა „EMPARDI”-ის ხელშეწყობით შეიქმნა სასათბურე მეურნეობა. ინვესტიციების საერთო მოცულობამ 96,0 ათასი ლარი შეადგინა – დასაქმდება 15-მდე მუშახელი.

შპს „GeorgianProductRenaissance“ მიერ, ქ. ხობში შეიქმნა თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 690,0 ათასი ლარი შეადგინა – დასაქმდება 40-მდე მუშახელი.

შპს „რუკა მაპინგის“ მიერ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საჯიჯაოში, 2016 წლისთვის დაგეგმილია თხილის ქარხნის მშენებლობა წელიწადში 1000 ტონა თხილის გადამუშავების წარმადობით. ინვესტიციის მოცულობა 1,2 მილიონი ლარია – დასაქმდება 75-მდე მუშახელი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის საქმიანობა წარმატებულად იქნა აღიარებული არამარტო რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus