20 მუნიციპალიტეტი, რომელიც განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობს ადგილობრივების პირობების გასაუმჯობესებლად

facebooktwittergoogle_plus

 

ჩვენი ქვეყნის რეგიონებში აღმშენებლობა გრძელდება. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირდაპირი წესით არჩეული მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები მაქსიმალურად ცდილობენ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების და სხვა აქტუალური საკითხების მოგვარებას. გასულ წელს, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ყველა მუნიციპალიტეტში; წარმატებით გაგრძელდა „სოფლის განვითარების პროგრამა“; ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართვის მიზნით, დაინერგა სხვადასხვა სახის თანამედროვე პრაქტიკა.
გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“, მთელი წლის განმავლობაში, აქტიურად აშუქებდა მუნიციპალიტეტებში განვითარებულ მოვლენებს, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს, სხვადასხვა კულტურულ, თუ სპორტულ ღონისძიებებს. გვქონდა შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, რომელთა აზრის გათვალისწინებით, ჩვენი გაზეთის რედაქციამ გამოარჩია 20 მუნიციპალიტეტი, რომელიც განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობს ადგილობრივების პირობების გასაუმჯობესებლად. გთავაზობთ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს:

აბაშა – გამგებელი მამუკა კვიტაშვილი

ახალქალაქი – გამგებელი ედუარდ აღასარიანი

ბოლნისი – გამგებელი გოგი მეშველიანი

ბორჯომი – გამგებელი დიმიტრი ყიფიანი

გარდაბანი – გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ასათიანი

გორი – ქალაქის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი

თიანეთი – გამგებელი ლელა ქიტესაშვილი

თერჯოლა – გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე

ლანჩხუთი – გამგებელი ზაზა ურუშაძე

მარნეული – გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი

მარტვილი – გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა

ნინოწმინდა – გამგებელი გაგიკ კარსლიანი

საჩხერე – გამგებელი მალხაზ ბაზაძე

ქედა – გამგებელი დავით დუმბაძე

ჭიათურა – გამგებელი სულხან მახათაძე

ხარაგაული – გამგებელი კობა ლურსმანაშვილი

ხელვაჩაური – გამგებელი ნადიმ ვარშანიძე

ხობი – გამგებელი გოჩა ქაჯაია

ხონი – გამგებელი ჯემალ მებუკე

ხულო – გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე

„რეგიონის ტრიბუნა-ს წინამდებარე და მომდევნო ნომრებში წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესრულებულ სამუშაოებს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus