“განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ყველა ის საკითხი, რაც თერჯოლის მოსახლეობას აწუხებს” – თეიმურაზ ჯაფარიძე

facebooktwittergoogle_plus

 

2015 წლის შედეგების მიხედვით, თერჯოლის მუნიციპალიტეტი დასახელდა, როგორც იმე-რეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუნიციპალიტეტი. ამ წარმატების უპირ-ველესი საფუძველი მისი ბიუჯეტია. თავდაპირველად, 2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 7 862 000 ლარს შეადგენდა. ფინანსური რესურსების მოძიებითა და ამოქმედებით წლის ბოლოსათვის შემოსავალმა 14 მილიონ ლარს გადააჭარბა. საგულისხმოა, რომ ადგი-ლობრივი შემოსავალი გაიზარდა 1,2 მლნ. ლარით, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე გამოკვე-თილად მაღალი მაჩვენებელია.

გასულ წელთან შედარებით, ასევე, მაღალია მთლიანად მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი. შემოსავლების ზრდის ხარჯზე, წლის განმავლობაში 500 000 ლარით მეტი დაიხარჯა მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე მტკივნეული და საჭირბოროტო პრობლემების მოსაგვარებლად.

თერჯოლის მოსახლეობისათვის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა სოციალური სა-კითხები. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ პროგრამებს კიდევ 5 პროგრამა დაემატა: ეპილეფსიით დაავადებულთა დახმარება; ლეიკემიით, პარკინსონით დაა-ვადებულთა  დახმარება; 1-ლი ჯგუფის უსინათლოთა დახმარება; სამედიცინო მომსახურე-ბის თანადაფინანსება. ამ პროგრამებით, 2015 წელს 5 000-მდე თერჯოლელმა ისარგებლა.

ასევე, თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად 2015 წლი-სათვის სახელდებოდა ინფრასტრუქტურული საკითხები. „რეგიონული განვითარების ფონდი-დან“, გასულ წელს, თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იყო 3 418 459 ლარი, აქედან 153 720 ლარი – პროექტების მოსამზადებლად. ტენდერების შედეგად, სახელშეკრუ-ლებო ღირებულებამ შეადგინა 2 824 710 ლარი, დარჩენილმა ეკონომიამ კი – 440 029 ლარი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი იყო 834 640 ლარი. სოფელში ჩატარე-ბული საერთო კრების ოქმების მიხედვით, შედგა სულ 255 პროექტი. გამოცხადდა ელექტ-რონული ტენდერები, რომელთა შედეგად დარჩენილმა ეკონომიამ შეადგინა 118 720 ლარი, რითაც განხორციელდა 105 პროექტი. ამჟამად კი, დარჩენილია 8779 ლარი, რომლითაც ყვე-ლა სოფლის საბავშვო ბაღში შეძენილი იქნება ინვენტარი.

ამ პროგრამების ფარგლებში, დასრულდა გზების რეაბილიტაციის  პროექტები: მოასფალ-ტება, მოსწორება, ბეტონის საფარის მოწყობა. საგულისხმოა, რომ სოფლებში გზების მოსა-წესრიგებელი სამუშაოები შესრულდა მუნიციპალიტეტის სახსრებით  შეძენილი მძლავრი საგზაო გრეიდერის საშუალებით.

მთლიანად, 2015 წელს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი იყო 4 191 683 ლარი.

გასულ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა 534 333 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები: ბაგა-ბაღების მშენებლობისა და სადემონტაჟო-სარეკონსტ-რუქციო სამუშაოები; სამხატვრო სკოლისა და საგამოფენო დარბაზის კაპიტალური შეკეთე-ბის სამუშაოები; ასევე – ქ. თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომავალ თაობას. 2015 წელს, 11 საბავშვო ბაღის გასარემონტებლად დაიხარჯა 166.610 ლარი. აშენდა თანამედროვე სტანდარტების ბაღი სოფ. გოდოგანში (ნაგარევის უბანი), რომელზეც დაიხარჯა 122 222 ლარი. დასრულების პროცეს-შია და მალე გაიხსნება ბაღები სოფლებში ახალთერჯოლა (182 932 ლარი), თუზი (205 199 ლ), ზედა ალისუბანი (225 001 ლარი), საზანო (26 კომისრების უბანი – 103 000 ლარი). უახ-ლოეს მომავალში, მაღალმთიან სოფელ გოგნში დაიწყება ბაღის მშენებლობა. ასევე, აღსა-ნიშნავია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის ინიციატი-ვითა და მონდომებით, წლების განმავლობაში უფუნქციო კინოთეატრის შენობა გადავიდა თერჯოლის გამგეობის საკუთრებაში და მისი აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყება მიმდინარე წელს. ასევე, 2016 წელს დაიწყება ახალი კორპუსის მშენებლობა მოსწავლე-ახალგაზრდო-ბის ცენტრის ამორტიზებული შენობის ადგილზე.

„ვთვლი, რომ ეს ორი შენობა აუცილებლად გახდება თერჯოლელი ახალგაზრდებისათ-ვის შემოქმედებითი და სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის კერა“, – თეიმურაზ ჯაფარი-ძე.

გასულ წელს, დიდ წარმატებას მიაღწიეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალ-გაზრდობამ, მხატვრულ-შემოქმედებითმა კოლექტივებმა, სპორტსმენებმა: მრავალ საერთა-შორისო და რესპუბლიკურ ფესტივალზე გამარჯვებული სამხატვრო სკოლის მოსწავლეები; ქალთა და ვაჟთა ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები; იმერეთის რეგიონის, რესპუბლი-კური და საერთაშორისო ტურნირების მონაწილე ახალგაზრდა სპორტსმენები; უმაღლესი ლიგის ახალი ბინადარი საფეხბურთო კლუბი „საპოვნელა“ – მდიდარია თერჯოლელების სასწავლო, შემოქმედებითი და სპორტული მონაგარი 2015 წლისათვის.

გასულ წელს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმიდან აიღო სტარტი ხალხური შემოქმედების ფესტივალ-მა „არტგენმა“. ასევე, აღსანიშნავია „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების“ ჩი-რაღდნის შემოტანა თერჯოლაში, ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2015“ და სხვ. აღსანიშნა-ვია, რომ თერჯოლა ოქროს მედლის მფლობელი გახდა „კავკასიური ყველის ფესტივალზე“.

საინტერესო სამუშაოები ტარდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ცნობადობის ხარისხის ამაღლების, ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის, კულტურული და ისტორიული მემკ-ვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციისათვის. ასევე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი ტურისტული მარშრუტების შედგენის, ჯერ კიდევ გამოუკვლეველი მღვიმეებისა და კანიონების შესასწავლად. დამუშავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკა. გა-სულ წელს, თერჯოლას ესტუმრენ ტურისტული ჯგუფები პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსე-თიდან, ისრაელიდან. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საცხენოსნო ტურები. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, მრავლდება საოჯახო ტიპის სასტუმროები სოფლებში, რაც ადგილობრივთათვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

2015 წლის ბოლოს, დაიწყო მზადება 2016 წლისათვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურუ-ლი პროექტების განსახორციელებლად. უკვე დასრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხ-ვო დოკუმენტაციების მომზადება 2016 წელს `რეგიონული განვითარების ფონდიდან~ განსა-ხორციელებელ 8 პროექტზე, რომელთა სავარაუდო ღირებულება 5 მლნ. ლარს შეადგენს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე: „ჩვენ კარგად ვაცნობიე-რებთ იმას, რომ მუშაობაში გვქონდა ხარვეზები და ნაკლოვანებები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ, მით უმეტეს, რომ მიმდინარე წელს ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი: გზების შეკეთება, არსებული წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და ახლების მოწყობა, მუნიციპალიტეტის მთლიანი გაზიფიცირება და მრავალი სხვა. ჩვენი განსაკუთრე-ბული ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ იქნება ყველა ის საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს – დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, სოციალური დაცვის პროგრამე-ბიდან და გაგრძელებული თემებით, რომლებიც ყოველდღიურად წარმოჩინდება მათ ყოველ-დღიურ ყოფა-ცხოვრებაში“.

ნიაკო დევდარიანი

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus