2015 წლის ანგარიში – მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა

facebooktwittergoogle_plus

 

ინფრასტრუქტურა:

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის, გასული  წლის განმავლობაში, პრიორიტეტულ მიმართულებებს, ძირითადად, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები წარმოადგენდა. კონკრეტულად კი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება,  საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა/ რეაბილიტაცია  და სხვა ინფრასტრუქტურულ-სოციალური პროექტები.

2015 წელს, ინფრასტრუქტურის  განვითარებისათვის დახარჯულია  11 568 562 , 39 ლარი, რომლის ფარგლებშიც:

სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა  40 სოფელში, რაზეც დაიხარჯა 1 980 563  ლარი.  მოასფალტდა  19 500 გრძ/მეტრი გზის საფარი;  მოიხრეშა  13 600 გრძ/მეტრი გზა; გარეგანათება მოეწყო 25 სოფელში და ქალაქ მარნეულის 25 ქუჩაზე; გარემონტდა 9  საბავშვო ბაგა-ბაღი; სოფელ  სადახლოში  დაიწყო  თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი;

ქ. მარნეულში დასრულდა  თანამედროვე სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკის მშენებლობა, რისთვისაც დაიხარჯა 333 000 ათასი ლარი.  გარემონტდა 3 კულტურული ობიექტი.  მთლიანობაში, კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად 583 159 ლარია დახარჯული;

სოფელ კაჩაგანში განხორციელდა სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია, რომლითაც ისარგებლებს 5000 მოსახლე. სა-კანალიზაციო  სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა სოფელ თამარისში, ხოლო სოფელ მარეთში  განხორციელდა საკანალიზაციო ქსელის დაერთება სეპტიკურ სალექარზე. მთლიანად, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის ღონისძიებებზე დაიხარჯა  653 861 ლარი;

სარწყავი არხების რეაბილიტაცია, გაწმენდასა და ნაპირგასამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად, სულ დაიხარჯა 588  802  ლარი. სოფელ  პირველ ქესალოსა და სიონში   მოეწყო ახალი ჭაბურღილი;

2015 წელს, შეძენილია 1 ავტობუსი (ახკერპის ადმინისტრაციული  ერთეულისთვის), რომლის ღირბულება შეადგენს  51 000 ლარს. ასევე, შეძენილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი 44 კონტეინერი, რომლის ღირებულებაა  33 000 ლარი.

სოფელ თამარისში აშენდა ახალი სპორტული მოედანი. სულ სპორტული მოედნების სარეაბილიტაციოდ დაიხარჯა  27 918  ლარი.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარემონტდა კორპუსები, სარეაბილიტაციოდ დახარჯული თანხაა – 230 216 ლარი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიების განსახორციელებლად დაიხარჯა 1 830 804, 38 ლარი.

ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რაც 2015 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

სოციალური მიმართულება:

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს,  წინა წლებთან შედარებით, სოციალური პროექტების განსახორციელებლად დახარჯულია ყველაზე დიდი  თანხა – 784 470,57 ლარი:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  9  პირს  გადაეცა  სპეციალური ეტლი. 70  მოქალაქეს  კი, მედიკამენტების შესა-ძენად გაეწია დახმარება  32 574 ლარის ოდენობით. ასევე, მედიკამენტების შესაძენად, მუნიციპალიტეტის  734  მკვიდრს ჩაერიცხა 331 614 ლარი;

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ოპერაციით დახმარების პროგრამა. 2015 წელს, 95 მოქალაქეს  გადაერიცხა   25 995 ლარი. საგარანტიო წერილის საფუძველზე, 48 მოქალაქეს ჩაერიცხა საოპერაციო თანხა 29 898  ლარის ოდენობით. 36 მოქალაქეს  გაეწია დახმარება სამკურნალოდ;

64  სტუდენტს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან,  გაეწია 500-ლარიანი დახმარება;

დიალიზზე   მყოფ  85 მოქალაქეს აუნაზღაურდა ტრანსპორტირების ხარჯები;

ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია 841  მოქალაქეს, რისთვისაც  დაიხარჯა 132 370 ლარი;

აღსანიშნავია, რომ საახალწლოდ დევნილთა ოჯახებს  ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით გადაეცემათ 100 ლა-რი. მუნიციპალიტეტში ამ კატეგორისს 457 ოჯახია;

მინიმალური სასურსათო პროგრამით  სარგებლობს 72 მოქალაქე;

21 დევნილ  მოქალაქეს ახალშობილის  შეძენასთან დაკავშირებით  გაეწია დახმარება;

36  მრავალშვილიან ოჯახს   გაეწია ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;

რაც შეეხება ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარებას,  ამ  მიმართულებით დაიხარჯა 23 400 ლარი.

მუნიციპალიტეტში  შექმნილია კომისია  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, რისთვისაც გასულ წელს  115 ოჯახს გაეწია დახმარება, 92 300 ლარის ოდენობით.

ჯამში, სოციალური მიმართულებით,  თვითმმართველობას  შემუშავებული აქვს 21 პროგრამა. დაინერგა  საინტერესო პოექტი – „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. პრაქტიკის (პროექტის) მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების  პრობლემების ოპერატიულად, კომპლექსურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად გადაწყვეტაა.

ჩართული პარტნიორები: პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები, რიგითი თანამშრომლები, სახელმწიფოს უწყებებისა და მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის მოკლე აღწერა: „ერთი ფანჯრის“ პრინციპი გულისხმობს მოქალაქეებისთვის მიწოდებული მომსახურების  მოდელს, რომლის დროსაც ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები, სახელმწიფოს უწყებებისა და მუნიციპალიტეტში მოქმედ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პერიოდულად იკრიბებიან და უსმენენ  სოციალურად დაუცველ, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ მწვავე სოციალურ, ეკონომიკურ ჯანდაცვისა და სამართლებრივ პრობლემებს  წარმოადგენენ მათ წინაშე. შეხვედრების ჩატარების მეთოდოლოგია გულისხმობს პრობლემური შემთხვევების წინასწარ მოძიებას, გადამოწმებას და დოკუმენტირებას შეხვედრაზე წარსადგენად.

კონცეფციის მიზანია, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის მეთოდის გამოყენებით, კოორდინირებული გახადოს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობა და ხელი შეუწყოს  მათ მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების  პრობლემის ოპერატიულად, კომპლექსურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად გადაწყვეტას.

აღნიშნული პროგრამა შედის პროექტის – ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ფონდის (UNIFEM), ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ფონდ“ტასოს” მიერ, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც გასულ წელს განხორციელდა, არის ეკომიგრანტთა  სოფლის მშენებლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ე.წ. ელევატორის დასახლებაში (იაღლუჯის ქუჩა), საჩხერის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 55 ოჯახისათვის, რომელსაც აქვს მძიმე სოციალური პირობები, იგეგმება სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა.  მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში  საცხოვრებელი კორპუსების  შესწავლის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომლის დასკვნის თანახმად,  კორპუსები იმდენად ამორტიზირებულია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. გამომდინარე აქედან, ვერ ხერხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა და მათთვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

ვინაიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მესაქონლეობით,  მსხვილფეხა პირუტყვის სადგომად იყენებენ კორპუსს, რომელიც ახლოსაა მათ საცხოვრებელთან. სუნი და  ანტისანიტარია  დამატებით  საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მოსახლეობის სურვილია, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მდებარეობს საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს და სადაც მუნიციპალიტეტის მიერ მიყვანილია გზა, ასევე, შესაძლებელია სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფოს დახმარებით აშენდეს  საცხოვრებელი სახლები.

რადგანაც მოსახლეობა ერთდროულად ატარებს  დევნილისა და ეკომიგრანტის სტატუსს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტს შორის, შედგა მოლაპარაკება, რის საფუძველზეც შემუშავდა გეგმა, რომლის თანახმადაც დევნილთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე უნდა აშენდეს  სახლები.  ეს საკითხი აქტუალობის გამო საჭიროებს სწრაფ გადაჭრას.

გამომდინარე ამ ოჯახების საცხოვრებელი ყოფიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტი თანადაფინანსებით გეგმავს, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე გაშენდეს სოფლის ტიპის დასახლება.

საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გამოცდილება:

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  2015 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაინერგა ისეთი მნიშვნელოვანი პრაქტიკა, როგორიცაა პროექტი სამოქალაქო/თანამონაწილეობითი ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესის გამოხატვის საშუალებას იძლევა. ის ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას  მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში.

პროექტი შემდეგნაირად განხორციელდა: მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას ჩაუტარდა სემინარები, სადაც მათ გააცნეს თანამონაწილეობითი  ბიუჯეტის იდეის არსი. მოხდა მოსახლეობის დატრენინგება, მოეწყო სამუშაო შეხვედრები, სადაც მოქალაქეებმა შეისწავლეს, თუ როგორ იწერება პროექტი. ასევე, გაიმართა დისკუსიები, რომელთა მიმდინარეობისას, მოქალქეებმა დაასახელეს მათ სოფელში მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემები. მომდევნო ეტაპზე მოხდა დასახელებულ პრობლემებზე პროექტების შედგენა, რომლებიც წარმოადგინეს  ცალკეულმა მოქალაქეებმა, ან საინიციატივო ჯგუფებმა.  პროექტების წარდგენის შემდეგ, ქალაქსა და სხვადასხვა სოფლებში მოეწყო  ღია  დისკუსიები, სადაც მოქალაქეების მიერ მოხდა მათივე წარდგენილი პროექტების დალაგება პრიორიტეტების მიხედვით. ამის  შემდეგ, მოქალაქეებმა  განაცხადებები წარადგინეს გამგეობაში.

პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაიყო 3 ზონად, საიდანაც სულ შემოვიდა 49 პროექტი, რომელთაგან 2016 წელს განხორციელდება 34. შემოსული პროექტებიდან 3 საუკეთესოს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები და სიგელები. ,,თანამონაწილეობითმა ბიუჯეტმა“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. პროექტისთვის, რომელიც პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო 1 500 000  ლარი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 2015 წელს მარნეულში განხორცილდა,  სასკოლო მზაობის ცენტრების შექმნაა.

პროექტის  მიზანიია 5–6 წლის სკოლამდელი ასაკის  ბავშვების გონებრივი, ფიზიკური, ესთეტიკური აღზრდა. პრიორიტეტია არაქართულენოვანი ბავშვებისათვის ქართული ენის სწავლება სასკოლო მზაობისათვის. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს პროექტში პარტნიორობას იაპონიისა და პოლონეთის საელჩო უწევდა და მის ორგანიზებას  ა.ა.ი.პ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ ახდენდა.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, არის   ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ (ONE ჩAUჩAშUშ). ეს საერთაშორისო  ფესტივალია, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან  იმართება და ახორციელებს  მრავალფეროვან  პროგრამას  3 მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). პროექტი შედგა შემდეგი ორგანიზაციების პარტნიორობით: პოლონეთის კულტურის და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო;  ქალაქ  ვარშავის  მერია; მარნეულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობა;  ფონდი „სხვა სივრცე“ (“Other Space Fundation“);

პროექტის მიზანია, შეიქმნას უსაფრთხო და თავისუფალი სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის და ხელი შეუწყოს დიალოგის, თანამშრომლობის, მშვიდობიანი  თანაცხოვრების და თავისუფალი  პირობების შექმნას  სხვადასხვა  ქვეყნების ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს  შორის,  საერთაშორისო  პროფესიონალური  კულტურული ინიციატივების ფარგლებში (ამიერკავკსიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების მუსიკალური ანსამბლების და მსახიობების მონაწილეობით).

მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში 2015 წელს დასრულდა, არის თანამედროვე სტილის ბიბლიოთეკის მშენებლობა.

სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ არსებობდა ბიბლიოთეკა. გამომდიანრე აქედან, თვითმმართვე-ლობის ინიციატივით, გასული წლის (2014 წელს) ოქტომბერში, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის #71–ში დაიწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკის მშენებლობა. მშენებლობის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  მოსწავლე-ახალგაზრდებს  ჩამოუყალიბოს საკომუნიკაციო უნარჩვევები, წერაკითხვის, მეტყველების, მოსმენის კულტურა.  ბიბლიოთეკის არსებობის მიზანია, მოემსახუროს  ცოდნაზე,  განათლებაზე  ორიენტირებული,  წიგნიერი, განათლებული და ლოგიკურად  მოაზროვნე  ახალგაზრდების  ჩამოყალიბების  საქმეს. გარდა ამისა, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა „ფინჯან ყავაზე“ თავშეყრის, ერთმანეთთან აზრების გაზიარების, ლიტერატურული საღამოების მოწყობის და ა.შ.

ბიბლიოთეკა აღჭურვილი იქნება  სამკითხველო კომპიუტერული კუთხით, რომელიც ელექტრობიბლიოთეკით სარგებლობის საშუალებას მისცემს   მკითხველს.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პროექტებიდან, 2015 წლის დეკემბერში,  კონფერენციაზე – ,,ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015” მარნეულის მუნიციპალიტეტმა წარადგინა   ფესტივალი „ერთიანი კავკასია“, „სასკოლო მზაობის ცენტრების შექმნა“ და „თანამედროვე ბიბლიოთეკის მშენებლობა“, სადაც, საუკეთესო  პრაქტიკის დანერგვისთვის, მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ თოფჩიშვილს `ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქ-ტიკა 2015~-ის დიპლომი გადაეცა.

კონფერენცია „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცი-ის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

2015 წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის კუთხით:

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შემონახულია ძველი ქართული ისტორიულ– არქიტექტურტურული ძეგლები. მათი დაცვისა და შემდგომი რეაბილიტაციისათვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  თანამედროვე  მეთოდებით  განხორციელდა დაახლოებით  108 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (მათ შორის მეჩეთები) ინვენტარიზაცია/კვლევა.  რის შემდეგაც, ეტაპობრივად მიმდინარეობს  კულტურის სამინისტროსთან მუშაობა, მათთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება არამარტო ძეგლის დაცვას შეუწყობს ხელს, ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება მათ აღდგენას ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის.

რაც შეეხება უახლესი პერიოდის დროინდელ ისტორიულ ძეგლებს, მათგან შესწავლილი იქნა გერმანული დასახლებები, რომლებიც  ახკერპისა და თამარისის  ადმინისტრაციულლ ერთეულებში მდებარეობს. აღწერასა და შესაბამის კვლევასთან ერთად, ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მოხდება მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება და კონკრეტულ ობიექტებზე გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელება.

შესრულებულმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ კვლევა  გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და თვითმმართველობა გააგრძელებს ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც კანონის ფარგლებში უფლებამოსილია ძეგლთა დაცვაზე და მათთვის კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს იმას, რომ  შენარჩუნებულ იქნეს ამ ძეგლების ავთენტურობა და  შემდეგ თაობებს  გადაეცეთ  პირვანდელი  სახით.

კულტურა,  სპორტი და ახალგაზრდობა

2015 წელი ნაყოფიერი იყო კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული მიმართულებითაც.

მუნიციპალიტეტში დაინერგა ძალიან კარგი პრაქტიკა – თაობის გააქტიურება, მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს აქვს მოხალისე ახალგაზრდების ბაზა,  რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობებში. მოხალისეთა რესურსით იქმნება კარგი  საშუალება, მუნიციპალიტეტს ჰქონდეს დამხმარე ძალა სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებისას და ამით დაზოგოს ხარჯები. მარნეულელი მოხალისეები  ჩართულნი იყვნენ ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“ მოსამზადებელ სამუშაოებში და პროექტ „თანამონაწილეობით ბიუჯეტში“. ასევე, მოხალისეები ხშირად გამოდიან ინიციატივებითა და პროექტებით სხვადასხვა აქტუალურ თემებზე; მუნიციპალიტეტის სახელით აწყობენ სხვადასხვა სოციალურ აქციებს მარნეულში და სხვადასხვა სოფლებში. ასევე, მართავენ საქველმოქმედო ღონისძიებებს. მაგალითისთვის, მათ მოამზადეს პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტამბის დაარსებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. მათი ინიციატივით, ხანდაზმულთა დღე მიულოცეს მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეებს, მონაწილეობდნენ  ადრეული ქორწინების  წინააღმდეგ გამართულ აქციაში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ გამგეობა მხარში უდგას მოხალისეებს და ისინი ერთობლივად ხშირად ახორციელებენ მნიშვნელოვან პროეტებს. ასევე, ახალგაზრდების და მოხალისეთა ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და  უფრო ეფექტურს ხდის კომუნიკაციას მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, მოხალისეების რიგებში აქტიურად არიან ჩართულნი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გამგეობა აქტიურად უჭერს მხარს მათ მიერ შემოთავაზებულ  ნოვაციურ იდეებს, რაც საზოგადოების სარგებლიანობას ამაღლებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით, გასული წლის 25 ოქტომბერს სოფელ წერაქვში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

დღესასწაული „ჯავახიშვილობა“ სოფელ წერაქვში, ტრადიციულად, ყოველ წელს აღინიშნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, 1991 წლიდან ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა. წელს კი, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, ეს დღესასწაული აღდგა.

ერთ–ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რაც ახალგაზრდების მიმართულებით დაინერგა, არის სასკოლო ექსკურსიების დაფინანსება; ახალგაზრდებში  სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება და პატრიოტიზმის გაღრმავება; ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ექსკურსიების მოწყობას, რათა მათ უკეთ გაიცნონ საქართველო და მისი ისტორიული წარსული.  პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეეებისა და მასწავლებლების ინიციატივით, ხდებოდა განაცხადის გაკეთება ექსკურსიასთან დაკავშირებით.  რის საფუძველზეც, დაფინანსდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები. ექსკურსიები მოიცავდა, როგორც ერთდღიან, ისე ორდღიან ტურებს. პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არაქართველ ახალგაზრდებში.  ბევრ მათგანს მანამდე არ ჰქონდა ნანახი საქართველოს სხვა ისტორიული მხარეები. მათ შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ამა თუ იმ ადგილის შესახებ ისტორიებს; დაეთვალიერებინათ თბილისში მდებარე ისტორიული ძეგლები და მუზეუმები.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus