ლანჩხუთის მოსახლეობა მუნიციპალიტეტში გაკეთებული საქმეებით კმაყოფილია

facebooktwittergoogle_plus

 

2015 წელი მნიშვნელოვანი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის, სადაც არერთი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო საბავშვო ბაღებზე, სკვერებზე, მოედნებსა და ა.შ.

უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ამდენი განხორციელებული პროექტი, კარგა ხანია, არ გვინახავს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 20 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. დასაქმდა ადგილობრივი კადრები და მუშახელი. რაც მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს ჩატარებული სამუშაოების გამო. არაერთხელ შეუტია სტიქიამ მუნიციპალიტეტს, ბევრჯერ შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, მაგრამ დროულად მოგვარებულმა პრობლემებმა მოსახლეობას პანიკის საფუძელი აღარ მისცა.

გასულ წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრი პროექტი მომზადდა და გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ  ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 23 ობიექტზე ჩატარდა სამუშაოები, ხოლო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 180 პროექტი დაფინანს-და. 2015 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 19 ობიექტის მშენებლობა დასრულდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 122 ობიექტზე დასრულდა სამუშაოები. ამისათვის გამოყოფილი იყო 817 447 ლარი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, სტიქიამ მნიშ-ვნელოვანი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტს. 53 ობიექტზე უკვე დასრულდა  სამუშაოები, რომლებიც ძირითადად ნაპირსამაგრების, ხიდებისა და მილხიდების მშენელობას მოიცავდა.  ჩატარდა 11 ნოემბრის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. მოეწყო 12 მილხიდი, აღდგენილია 13 ხიდი, მოეწყო  500 გრძ.მ. გაბიონი, 15 მ. ჯებირი. სოფლებში მნიშვნელოვნად დაზიანდა გზები და 3 საბავშვო ბაღის სახურავი, დაიტბორა საყანე ფართობები და ა.შ. სა-ბედნიეროდ,  საბავშვო ბაღების  სახურავების შეკეთება დროულად მოხერხდა. სასწავლო პროცესი, რომელიც რამდენიმე დღით შეწყვეტილი იყო, მალევე განახლდა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თითქმის, ყველა სოფელში, ფაქტობრივად, მოშლილი იყო წყლის სისტემა. ამასთან დაკავშირებით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა.  2015 წელს, 8 ადმინისტრაციულ ერთეულში (ჩიბათი, შუხუთი, ნინოშვილი, ნიგოითი, ნიგვზიანი, მაჩხვარეთი, აცანა, აკეთი, შუხუთი,  ნიგვზიანი, მაჩხვარეთი, ღრმაღელე, სუფსა, მამათი, გვიმბალაური, ლესა) დაიწყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ახლახან, ნიგვზი-ანისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში  შპს „უნივერსალ ჯორჯიამ“ დაასრულა წყალმომარაგების ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოები. შედეგად, 200 ოჯახი გაუმჯობესებული სასმელი წყლით ისარგებლებს. ჩიბათისა და ნიგვზიანის  ადმინისტრაციულ ერთეულებში,  მოსახლეობას, თითქმის, 40 წელია, წყალი არ მიეწოდებოდა. ადგილობრივები კმაყოფილებას გამოთქვამენ ჩატარებული სამუშაოების გამო.

აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,  მდინარე სუფსაზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 2 მლნ. 390 870 ლარს შეადგენს.  წყალწმინდაში  სახიდე გადასასვლელი გაკეთდა, რომლის ღირებულება 444 444 ათასი ლარია. მისი მეშვეობით, ისარგებლებს რამდენიმე ათეული ოჯახი, რომელიც მოწყვეტილი იყო დანარჩენ სოფელს.  მნიშვნელოვანია გრიგოლეთის საწვრთნელ  ბაზაზე ჩატარებული  სამუშაოები, რომლის ღირებულებამ  400 000 ლარი  შეადგინა.  შესრულებული სამუშაოები საქართველოს ვიცეპრემიერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. ახალი კომპლექსი 46 პერსონაზეა გათვლილი და ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს.  საფეხბურთო კლუბ „გურიას“ კერძო სას-ტუმროთი სარგებლობა აღარ მოუწევს.

გარდა ამისა, საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო  აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში. ადმინისტრაციული შენობის უკანა მხრის დამეწყრილი მონაკვეთისა და ამ მონაკვეთზე არსებული საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 1 228 366 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს  ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.  ჩოჩხათიგულიანის 12 კილომეტრიანი გზის სამშენებლო-სარემონტო  სამუშაობი აქტიურ ფაზაშია. იგება შავი საფარი. პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია. ტენდერში შპს „სამკუთხედ-მა“ გაიმარჯვა. აღნიშნული გზა 7 სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს,  ასევე, ოზურგეთი სუფსა-ფოთს შორის უმოკლესი მანძილია.  აღსანიშნავია, რომ ეს გზა წლებია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო გადაადგილება. დღეს უკვე ეს პრობლემა აღარ არსებობს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2015 წელს,  მაქსიმალური ყურადღება  დაეთმო  საბავშვო ბაღებს.  წყალწმინდასა და ჯურუყვეთში დასრულდა  ახალი შენობების აშენება, ხოლო მაჩხვარეთის სააღმზრდელო ჯგუფს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ხურო“ აწარმოებდა. სულ რემონტისთვის 241 000 ლარი დაიხარჯა.  სარე-მონტო სამუშაოები ჩაუტარდა აკეთის საბავშვო ბაღსაც, რომელზედაც 149 206 ლარი დაი-ხარჯა.

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტებით მიმდინარეობს ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობა.  ამ პროექტისთვის 723 ათასი ლარია გამოყოფილი. 2014- 2015 წლებში  სანიაღვრე არხები მოეწყო და ასფალტი დაიგო ქალაქის შემდეგ ქუჩებზე:  გორ-გასლის, კოსტავას, ცინცაძის, გურამიშვილის, თამარ მეფის, აღმაშენებლის, ვადაჭკორიას, ჩხაიძის, ბარათაშვილის, კვირკველიას, ნინოშვილის, საფო მგელაძის, დუმბაძისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე. საამისოდ 2 513 799 ლარი იყო გამოყოფილი. დასრულდა  სკვერის კეთილ-მოწყობის სამუშაოები სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მოეწყო  გასართობი მოედანი ბავშვებისთვის, დაიდგა სკამები, მოპირკეთდა ბილიკები, მოეწყო  განათება.  პრო-ექტი მნიშვნელოვანია სოფლის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. პროექტის ღირებუ-ლებამ 212 777 ლარი შეადგინა. შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სკვერი გახსნა გურიის მხარის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად უჭერს მხარს ეკლესია-მონასტრების მშენებლობას. ახლახან,  საკრებულომ მხარი დაუჭირა გამგეობის პროექტს `სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის სამონასტრო კომპლექსის ტურისტულ–რეკრეაციულ ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტ-რუქტურის მოწყობის, ბაზილიკის აღდგენისა და ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ობიექტე-ბის მოწყობის“  შესახებ.  სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს კიდევ ერთი ლამაზი კომპლექსი შეემატება.

2016 წელს, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში, კვლავ გაგრძელდება შიდა გზების შეკეთება. დაიწყება  სოფლების გაზიფიცირება.  სპორტული სკოლის სრული კომპლექსის ასაშენებელი პროექტის მოსამზადებლად სულ მალე ტენდერი გამოცხადდება. წლების მანძილზე, ავარიულ მდგომარეობაშია ეგნატე  ნინოშვილის სახელობის მუზეუმის ადმინისტრაციუ-ლი შენობა. მუზეუმის თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა და მხოლოდ დიდი სიყვარულისა და ენთუზიაზმის ხარჯზე ინახავენ საარქივო მასალებს. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, მხოლოდ დღევანდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოა-ხერხა, რომ ადმინისტრაციული სახლის სარემონტოდ ტენდერი გამოეცხადებინა, რათა ლანჩხუთელებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული და საამაყო ადგილი ნორმალურ პირობებში იმ-ყოფებოდეს.  გამარტივებული ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თანხა  22 ათას ლარს შეადგენს.

გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.

წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  11 სოციალური პროგრამა დაფინან-სდა. ესენია: იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (12300 ლარი); ბიკარ-ბონატული ჰემოდიალიზით – თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა (28 000ლარი); მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (30 000 ლარი); მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა (138 500 ლარი); ცენტრ „იავნანას“ თანადაფინანსების პროგრამა (10 000 ლარი);

მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა (5 000 ლარი), ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის გამარჯვებულ ქალთა კლუბის სარეაბილიტაციო პროგრამის თანადაფინანსება (10 000ლარი);

ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინანსების, „ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან“ და სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტების ბინით უზრუნველყოფის პროგრამა (8600 ლარი); მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (74 000ლარი); სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა (400 900 ლარი); C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, შესაბამის სამსახურს 300-მდე პირმა მიმართა, რომელიც თბილისში  სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდა.

წლის დასასრულს,  მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის  გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ 20-მდე ოჯახს დახმარება გაეწია. მათ შორის იყვნენ, როგორც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, ასევე – მრავალშვილიანი ოჯახები.  გამგეობის თანამშრომლებმა საკუთარი ხარჯებით, ხელმძღვანელობასთან ერთად, გადაწყვი-ტეს, ამ ადამიანებისთვის საჩუქრები –  სურსათი და საახალწლო ნობათი გადაეცათ.

2017 წლისთვის, გაზიფიცირება, წყლისა და გზების სარემონტო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდება.

ნინო დანელია

 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus