ახალქალაქი ყოველდღიურად ლამაზდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტიახალქალაქი ყოველდღიურად ლამაზდება
facebooktwittergoogle_plus

 

ახალქალაქში სასმელი წყლის მილების რეაბილიტირება განხორციელდა

2015 წლის ნოემბერში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მილების სარეა-ბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. მილსადენის საზეიმო გახსნის ცერემონიალს პარლამენ-ტის დეპუტატი სამველ პეტროსიანი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ედუარდ აღასარიანი და ალექსანდრე მოვსესიანი დაესწრნენ. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, სასმელი წყლის მილსადენით დაახლოებით 1 000 ადამიანი ისარგებლებს. მილსადენის საერთო სიგრ-ძე 25 კილომეტრია. ტენდერის ღირებულებამ 600 000 ლარი შეადგინა. ამ სამუშაოების შე-დეგად, სასმელი წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სოფ-ლის წყლით უზრუნველსაყოფად ტენდერი გამოცხადდა, საერთო ღირებულებით 285 000 ლა-რი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის 18 სოფელში წყლის მიწოდების სისტემა გამართულად ამუშავდა. ეს სოფლებია:

  1. სულდა
  2. კოთელია
  3. ბურნაშეთი
  4. ლომატურცხი
  5. ვარევანი
  6. კოკია
  7. ეხტილა
  8. პატარა სამსარი
  9. დილისკა
  10. ოლავარი
  11. კარზახი
  12. კარტიკამი
  13. ხანდო
  14. მოდეგამი
  15. ჩუნჩხა
  16. ბოზალი
  17. დადეში
  18. ბავრა

ახალქალაქში გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა

2015 წელს ახალქალქში ჩატარდა გზის მოასფალტების სამუშაოები. ნაზარეთიანის ქუჩის ერთ ნაწილზე, შპს „არალმა“ ჩაატარა ასფალტობეტონის დაგების სამუშაოები. ხოლო მეო-რე ნაწილის რეაბილიტირება შპს „ფინესტაგმა“ განახორციელა, რომელიც ასევე ჭავჭავა-ძის, ვაჟა-ფშაველას და დენელაძის ქუჩების მოასფალტებაზე მუშაობს.

მუნიციპალიტეტში ხეხილის 830 ნერგი დაირგოახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვნელობამ, დეპუტატ სამველ პეტროსიანთან ერ-თად, ხეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა. შპს „სანდასუფთავების“ მიერ შეძენილ იქნა ხეხილის 830 ნერგი, რომლი ღირებულებამ 4 800 ლარი შეადგინა. მათი დიდი ნაწილი ტყის მიდამოებში დაირგა, ხოლო დანარჩენი – ქალაქში. ნარგავების შემდგომ მოვლაზე, მუნიცი-პალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, ზემოაღნუშნული შპს იზრუნებს.

ახალქალაქის ქუჩების მოასფალტების პროცესი დასრულებულიაახალქალაქის ქუჩების მოასფალტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 478 326 ლარი გამოიყო. სამუშაოების ჩატარება, ტენდერის თანახმად, შპს „არალს“ დაეკისრა. თანხა ქუჩე-ბის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

დემირელის ქუჩის 192 მეტრიანი მონაკვეთი – 111620,00 ლარი

დემირჩიანის ქუჩა – 190 მ. – 141047,69 ლარი

აგამალიანის ქუჩა – 178 მ. – 127630,00 ლარი

უკმერსკის ქუჩა 192 მ. – 114690,00 ლარი

ნაზარეთიანის ქუჩა – 306 მ. – 248816,40 ლარი

სარქსიანის ქუჩა – 192 მ. – 119808,25 ლარი

ერევანის ქუჩა – 191 მ. – 192481,56 ლარი

დემირჩიანის ქუჩა – 145 მ. – 85140,03 ლარი

 

ცენტრალურ ტრასაზე ბორდიურები რეაბილიტირებულია

ახალქალაქის ცენტრალური ტრასაზე, თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩების ბორ-დიურების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორიელდა. სამუშაოების ავტოსაგზაო დეპარ-ტამენტის დაფინანსებით ჩატარდა. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებულმა შპს „მილენიუმმა“ შეცვალა ძველი ბორდიურები, გარდა ამისა, მოასფალტდა ტროტუარები.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus